თავში

გიგლა მიქაუტაძე: საპენსიო დანაზოგები ზარალიან კომპანიებში არ უნდა ჩაიდოს

საპენსიო დანაზოგები ზარალიან კომპანიებში არ უნდა ჩაიდოს
გიგლა მიქაუტაძე:  საპენსიო დანაზოგები ზარალიან კომპანიებში არ უნდა ჩაიდოს

"ლელო საქართველოსთვის" ლიდერმა, გიგლა მიქაუტაძემ საპენსიო ფონდის ოფისთან დღეს ბრიფინგი გამართა. მიქაუტაძემ საქართველოს მთავრობას მიმართა, რომ სახელმწიფომ საზოგადოების საპენსიო დანაზოგი კორუმპირებულ და ზარალიან სახელმწიფო კომპანიებში არ ჩადოს.

მისი თქმით, მას შემდეგ, რაც საპენსიო სააგენტომ ფონდში აკუმულირებული თანხების მხოლოდ საბანკო ანგარიშებზე განთავსება მოახერხა, მთავრობა უკვე ამ ფულის სახელმწიფო კომპანიებში ინვესტირებაზე ალაპარაკდა. მიქაუტაძის ინფორმაციით, ამ საკითხზე პარლამენტში ღიად ისაუბრა ფინანსთა მინისტრის მოადგილემაც.

"მე მათ მივმართავ, რომ მსგავსი გადაწყვეტილებებისგან თავი შეიკავონ”, - განაცხადა მიქაუტაძემ.

"ლელო საქართველოსთვის" ლიდერის განცხადებით, სახელმწიფო კომპანიები, რომლებმაც მხოლოდ 2013-2018 წლებში 3 მილიარდი ლარის ოდენობის ზარალი ნახეს, მათი პრივატიზირება უნდა მოხდეს და გაჯანსაღდეს.

„ჩვენ საპენსიო ფონდის შექმნას იმ მიზეზით დავუჭირეთ მხარი, თუ ინვესტირება ეკონომიკის ჯანსაღ სექტორებში განხორციელდება და ხელი შეეწყობა ეკონომიკურ ზრდას. წელიწადნახევარი გავიდა დაგროვებითი საპენსიო სისტემის შექმნიდან და სააგენტოს მენეჯმენტი ისევ არასრულყოფილია. მას კვლავ არ ჰყავს ხელმძღვანელი და არ გააჩნია საინვესტიციო პოლიტიკა. ფონდში აკუმულირებული 1 000 000 ადამიანის 800 000 000 ლარზე მეტი კვლავ საბანკო ანგარიშებზე დევს“, - განაცხადა გიგლა მიქაუტაძემ

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system