თავში

სარეკლამო ბაზარზე ბეჭდური მედიის როლი შესუსტდა

სარეკლამო ბაზარზე ბეჭდური მედიის როლი შესუსტდა
სარეკლამო ბაზარზე ბეჭდური მედიის როლი შესუსტდა

სარეკლამო ბიზნესი საქართველოში დიდი პერსპექტივით არ გამოირჩევა. განსაკუთრებით ბეჭდურ მედიას უჭირს, რომელიც სოციალურ ქსელს კონკურენციას ვერ უწევს. PR-ის ექსპერტ ელდარ პირმისაშვილის ინფორმაციით, მოთხოვნამ ბეჭდურ მედიასა და ბილბორდებში რეკლამის განთავსებაზე იკლო. 

მისი თქმით, რეკლამა ტელევიზიებსაც შეუმცირა, რის მიზეზადაც ის ციფრული ტექნოლოგიის განვითარებას მიიჩნევს.

,,ბოლო წლების განმავლობაში კომპანიებისთვის ციფრული მიმართულება უფრო მნიშვნელოვანი ხდება და ეს ტენდენცია 2019 წლისთვისაც დამახასიათებელი იყო. ბიზნესმა სოციალური ქსელებისკენ გადაინაცვლა, ხარჯის დიდი ნაწილი მისკენ არის მიმართული. რეკლამაზე მოთხოვნა  მაღალ დონეზე არც ტელევიზიებშია, მაგრამ განსაკუთრებით ბეჭდურ მედიას გაუჭირდა. კომპანიები მას ბოლო დრომდე იგნორირებას უწევდნენ. ახლა მიხვდნენ, რომ ბეჭდურ მედიასაც ჰყავს მომხმარებელი, განსაკუთრებით ანალიტიკის ნაწილში, ამიტომ ამ სეგმენტის საჭიროებაც დაინახეს. ვერ ვიტყვი, რომ დიდად გააქტიურდნენ, მაგრამ ბეჭდურ მედიასაც თავისი ადგილი და ეფექტი აქვს, რასაც ბიზნესიბოლომდე ვერ უგულებელყოფს", - განუცხადა პირმისაშვილმა report.ge-ს და დასძინა, რომ ტენდენცია 2020 წელსაც შენარჩუნდება.

,,რეკლამის შემკვეთი კომპანიების ძირითადი რესურსი ინტერნეტ რეკლამისკენ გადამისამართდა და ტრენდი არ შეიცვლება. მომხმარებელი მაქსიმალურად ცდილობს ონლაინ მარკეტინგის გაზრდას და სოციალური ქსელების გაფართოებას. ტენდენცია მთელ მსოფლიოშია და მსგავს გამოწვევებს საქართველოც ნელა, მაგრამ ნაბიჯ-ნაბიჯ უწყობს ფეხს", - ამბობს ელდარ პირმისაშვილი.

მისი განცხადებით, მომავალ წელს რეკლამაზე მოთხოვნა თითქმის ყველა მიმართულებით მოიმატებს და შეღავათს ბეჭდური მედიაც იგრძნობს. ამის მიზეზი, პირმისაშვილის განმარტებით, პოლიტიკური სიტუაციაა, კერძოდ, არჩევნები, რა დროსაც სარეკლამო ბიზნესში ყოველთვის აქტიურობაა და გამონაკლისი ვერც 2020 იქნება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system