თავში

სასაკლაოების მომსახურების ფასი გაზრდილია

სასაკლაოების მომსახურების ფასი გაზრდილია
სასაკლაოების მომსახურების ფასი გაზრდილია

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2019 წლის III კვარტალში საქართველოში 98 ერთეული ცხოველთა და ფრინველთა სასაკლაო ფუნქციონირებდა, მათგან 23.5 პროცენტი - ქვემო ქართლში, 15.3 პროცენტი - კახეთში, 12.2 პროცენტი - იმერეთში, 12.2 პროცენტი - შიდა ქართლში, 10.2 პროცენტი - სამეგრელო-ზემო სვანეთში მდებარეობს, ხოლო დანარჩენი 26.5 პროცენტი სხვა რეგიონებშია განთავსებული.

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2019 წლის III კვარტლის განმავლობაში სასაკლაოებში დაკლულია 135.0 ათასი სული პირუტყვი, მათ შორის 28.1 პროცენტი მსხვილფეხა, ხოლო 71.9 პროცენტი-წვრილფეხა (ცხვარი, თხა, ღორი და სხვა). გარდა ამისა, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სასაკლაოებში დაკლული ფრინველის რაოდენობა 2 714.0 ათასი ერთეულით განისაზღვრა.

სასაკლაოებმა 2019 წლის III კვარტლის განმავლობაში 10 090.0 ტონა დაკლული ხორცი აწარმოეს (ფრინველის ხორცის ჩათვლით), საიდანაც 35.7 პროცენტი მოდის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცზე, 39.4 პროცენტი - ფრინველის, 17.9 პროცენტი - ღორის, 6.8 პროცენტი - ცხვრისა და თხის ხორცზე, ხოლო დანარჩენს უმნიშვნელო წილი უკავია.

მომსახურება გაეწია 10.4 ათას პირს, საიდანაც 39.1 პროცენტი შინამეურნეობების (ოჯახური მეურნეობები) სახით იყვნენ წარმოდგენილნი. 

„საქსტატის“ ცნობით, ერთეული პირუტყვის დაკვლაზე მომსახურების საშუალო ფასი შემდეგნაირად ნაწილდება:

მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დაკვლის საფასური - 24.9 ლარი(შარშან 23,6 ლარი)

ცხვრის ან თხის - 10.7 ლარი, (შარშან11,0 ლარი) 

ღორის - 22.8 ლარი  (21,1 ლარი)

საქსტატის მონაცემებით, სასაკლაოებში დასაქმებულია  889 კაცი(საშუალო თვიური რაოდენობა).

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system