თავში

სასაკლაოების რაოდენობით ქვემო ქართლი პირველია

სასაკლაოების რაოდენობით ქვემო ქართლი პირველია
სასაკლაოების რაოდენობით ქვემო ქართლი პირველია

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2020 წლის II კვარტალში საქართველოში ყველაზე მეტი სასაკლაო ქვემო ქართლშია განთავსებული. აღნიშნულ პერიოდში სულ 84 ერთეული ცხოველთა და ფრინველთა სასაკლაო ფუნქციონირებდა, აქედან 20.2 პროცენტი ქვემო ქართლშია, 15.5 პროცენტი – კახეთში, 13.1 პროცენტი – იმერეთში, 13.1 პროცენტი – სამეგრელო-ზემო სვანეთში მდებარეობს, 11.9 პროცენტი – შიდა ქართლში, ხოლო დანარჩენი 26.2 პროცენტი სხვა რეგიონებშია განთავსებული.

საქსტატის გამოკვლევის შედეგების მიხედვით, მიმდინარე წლის II კვარტლის განმავლობაში სასაკლაოებში დაკლულია 62.8 ათასი სული პირუტყვი, მათ შორის 39.6 პროცენტი მსხვილფეხა, ხოლო 60.4 პროცენტი-წვრილფეხა (ცხვარი, თხა, ღორი და სხვა). გარდა ამისა, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სასაკლაოებში დაკლული ფრინველის რაოდენობა 2 773.7 ათასი ერთეულით განისაზღვრა.

რაც შეეხება სასაკლაოების მიერ წარმოებულ ხორცს, საქსტატის ცნობით, 2020 წლის II კვარტლის განმავლობაში ჯამში 8 444.7 ტონა ხორცი იქნა წარმოებული, საიდანაც 31.1 პროცენტი მოდის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცზე, 49.1 პროცენტი – ფრინველის, 19.1 პროცენტი – ღორის, 0.6 პროცენტი – ცხვრისა და თხის ხორცზე, ხოლო დანარჩენს უმნიშვნელო წილი უკავია. 

ერთეული პირუტყვის დაკვლაზე მომსახურების საშუალო ფასი შეადგენს: მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დაკვლის საფასური – 26.0 ლარი, ცხვრის ან თხის – 10.9 ლარი, ხოლო ღორის – 23.9 ლარი.

მომსახურება გაეწია 6.5 ათას პირს, საიდანაც 25.9 პროცენტი შინამეურნეობების (ოჯახური მეურნეობები) სახით იყვნენ წარმოდგენილნი. სასაკლაოებში დასაქმებულთა საშუალო თვიურმა რაოდენობამ 817 კაცი შეადგინა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system