თავში

სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის საფასური ნახევრდება

სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის საფასური ნახევრდება
სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის საფასური ნახევრდება

მთავრობის გადაწყვეტილებით, 7 დეკემბრიდან სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის საფასური ნახევრდება.

საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის, საქპატენტის თავმჯდომარის, მინდია დავითაძის, განმარტებით,  საშეღავათო პერიოდი 6 თვის განმავლობაში იმოქმედებს.

„მთავრობის მხრიდან ბიზნესის მხარდაჭერის ღონისძიებების ნაწილში დღევანდელ სხდომაზე განხილული იქნა დადგენილების პროექტი, რომელიც ინტელექტუალური საკუთრების ობიექტზე რეგისტრაციასთან დაკავშირებულ საფასურზე შეღავათის დაწესებას უკავშირდება.

მთავრობის გადაწყვეტილებით, სასაქონლო ნიშნის, რომელიც არის ინტელექტუალური საკუთრების ერთ-ერთი ობიექტი, რეგისტრაციასთან დაკავშირებულ საფასურზე დგინდება 50%-იანი შეღავათი, რომლითაც ყველა განმცხადებელი ისარგებლებს, რომელიც უწყებას ელექტრონულად მომართავს საშეღავათო პერიოდის განმავლობაში. საშეღავათო პერიოდი კი 7 დეკემბრიდან დაიწყება და 6 თვის განმავლობაში იმოქმედებს. ინიციატივის ღირებულება 405 000 ლარია, რომელიც კერძო სექტორში დარჩება“,-აღნიშნა მინდია დავითაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system