თავში

საშა ტერნესი: ასეთი მიდგომით ჩვენ შეგვიძლია ხელი შევუწყოთ საქართველოს ეკონომიკური განვითარებას

საშა ტერნესი:
საშა ტერნესი: ასეთი მიდგომით ჩვენ შეგვიძლია ხელი შევუწყოთ საქართველოს ეკონომიკური განვითარებას

TERNES Real Estate Fund-ის დამფუძნებელმა საშა ტერნესმა ეკონომიკის მინისტრთან შეხვედრა დადებითად შეაფასა.

"ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რადგან ასეთი მიდგომით ჩვენ შეგვიძლია ხელი შევუწყოთ საქართველოს ეკონომიკური განვითარებას„დღევანდელ შეხვედრაზე ბიზნესგაერთიანების ყველა წევრმა გამოვთქვით შეხედულებები, თუ სად ვხედავთ გაუმჯობესების საჭიროებას და რას უნდა მივაქციოთ მეტი ყურადღება. მინისტრი ძალიან დაინტერესდა აღნიშნულით და დაგვპირდა, რომ შეისწავლის ამ საკითხებს და შემდეგ შეხვედრებზე მათ კიდევ მივუბრუნდებით. მე საკმაოდ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რადგან ასეთი მიდგომით ჩვენ შეგვიძლია ხელი შევუწყოთ საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას,“ - განაცხადა გერმანიის ბიზნესასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, საშა ტერნესმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში მინისტრის ნათია თურნავას ბიზნესგაერთიანებებთან შეხვედრის შემდეგ. ძალიან კმაყოფილი ვარ შეხვედრით. თუ ჩვენ შევძლებთ კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ ბიზნესგარემო, ეს ნამდვილად დადებითად იმოქმედებს ქვეყანასა და მის განვითარებაზე,“ - განაცხადა საშა ტერნესმა.

აღნიშნულ შეხვედრას საქართველოს მსხვილი ბიზნესგაერთიანებების ხელმძღვანელები დაესწრნენ, სადაც იმსჯელეს არსებული ბიზნესგარემოსა და გამოწვევების შესახებ. აღინიშნა, რომ მსგავსი შეხვედრები მომავალში დარგობრივ ჭრილშიც გაიმართება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system