თავში

საშემოსავლო გადასახადებით ბიუჯეტში 519 მლნ ლარი მობილიზდა

საშემოსავლო გადასახადებით ბიუჯეტში 519 მლნ ლარი მობილიზდა
საშემოსავლო გადასახადებით ბიუჯეტში 519 მლნ ლარი მობილიზდა

2021 წლის იანვარ-თებერვალში ფინანსთა სამინისტრომ საშემოსავლო გადასახადებით 519 მილიონი ლარის მობილიზება შეძლო, რაც, 2020 წლის იანვართან შედარებით, 93.7 მილიონი ლარით, 15%-ით, ნაკლებია.

საშემოსავლო გადასახადს იხდის ხელშეკრულებით, კონტრაქტით, დასაქმებული. ქვეყანაში საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი 20%-ია. საშემოსავლო გადასახადებით ბიუჯეტში აკუმულირებული თანხის კლება ქვეყანაში გაცემული ხელფასების შემცირებაზე მიუთითებს. როგორც ფინანსისტები report.ge-ს უხსნიან, შეგროვებული საშემოსავლო გადასახადის 93.7 მილიონით კლება გაცემული ხელფასების 469 მილიონ ლარზე მეტად შემცირებას ნიშნავს.

მთლიანობაში იანვარ-თებერვალში შეგროვებული 519 მილიონი ლარის საშემოსავლო გადასახადი ნიშნავს, რომ თვის განმავლობაში 2.6 მილიარდი ლარის ხელფასები გაიცა. 2020 წლის იანვარ-თებერვალში გაცემული ხელფასების ჯამი 3.07 მილიარდი ლარი იყო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system