თავში

სასტუმროების სესხის თანადაფინანსების პროგრამა გახანგრძლივდება

სასტუმროების სესხის თანადაფინანსების პროგრამა გახანგრძლივდება
სასტუმროების სესხის თანადაფინანსების პროგრამა გახანგრძლივდება

"სასტუმრო ბიზნესში ჩართული კომპანიებისთვის სესხის თანადაფინანსების პროგრამის 6-დან 12 თვემდე გაგრძელდება," - ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

„მოგეხსენებათ, რომ პირველი ანტიკრიზისული ნაბიჯი, რომელიც გადავდგით, ეს იყო ტურისტული სექტორის და სასტუმრო ბიზნესის დახმარება. ეს იყო პირველი ნაბიჯი და სულ რაღაც 3 თვეში გამოჩნდა, რომ ეს საკმარისი არ იყო. შემდეგ ჩვენ სასტუმრო ბიზნესში ჩართულ კომპანიებს სესხის თანადაფინანსების პროგრამა გავუგრძელეთ სამიდან ექვს თვემდე და დღეს უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება ამ პროგრამის 6-დან 12 თვემდე გაგრძელების შესახებ. ეს არის ერთადერთი შესაძლებობა, დავუდგეთ ამ სექტორს გვერდით. მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკური მაჩვენებლები ფრთხილი ოპტიმიზმის საფუძველს გვაძლევენ, ტურიზმის სექტორი ჯერ კიდევ სერიოზული წნეხის ქვეშაა და მას უნდა დავეხმაროთ. გარდა ამისა, ის კომპანიები, რომლებიც 6 თვის განმავლობაში ამ პროგრამის ბენეფიციარები ვერ გახდნენ, მათთვის შესაძლებლობების ფანჯარა გაიხსნება 10 სექტემბრიდან 10 ოქტომბრამდე და 6-თვიან კომპონენტში მონაწილეობის შესაძლებლობა ექნება ყველა კომპანიას, მათ შორის ისეთებსაც, რომლებიც აქამდე პროგრამაში არ მონაწილეობდნენ. ეს უაღრესად მნიშვნელოვანია სამუშაო ადგილების შესანარჩუნებლად“, - განაცხადა პრემიერმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system