თავში

სასურსათო უსაფრთხოება წელსაც დიდი გამოწვევაა

სასურსათო უსაფრთხოება წელსაც დიდი გამოწვევაა
სასურსათო უსაფრთხოება წელსაც დიდი გამოწვევაა

მთავრობის მხარდამჭერი ღონისძიებების მიუხედავად, აგრარული სფეროს მთავარი საკითხი - სასურსათო უსაფრთხოება კვლავ ნომერ პირველ პრობლემად სახელდება. სპეციალისტები ყველაზე მეტად აქცენტს მემარცვლეობის განვითარებაზე აკეთებენ. პროფესორი პაატა აროშიძე report.ge-თან ამბობს, რომ სწორი აგრარული პოლიტიკით შესაძლებელია, რომ ხორბლის იმპორტი უახლოეს წლებში, მინიმუმ, 10%-ით შემცირდეს და ქართული პროდუქტების წარმოების წილი გაიზარდოს.

,,სასუსრათო უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია  სერიოზული ნაბიჯები გადადგმა, განსაკუთრებით ექსისტენციის ანუ სწავლების მიმართულებით, ასევე სტრატეგიული დარგების მხარდაჭერა. სექტორი საკუთარი ძალებით ვერ შეძლებს განვითარებას, რადგან საბაზრო კანონებთან ერთად, ბუნების კანონზეც არის დამოკიდებული. არც დიდი რაოდენობით იდება ინვესტიციები, ამიტომ სახელმწიფოს როლი მნიშვნელოვანია.  ბევრი რამ გაკეთდა და გრძელდება მტავრობის მხარდამჭერი ღონისძიებები, მაგრამ აქცენტი უნდა გაკეთდეს სტრატეგიულ დარგებზე, როგორიცაა მემარცვლეობა, მაღალმთიან რეგიონებში ასეთად შიძლება განვიხილოთ მეცხოველეობა და სხვა, რაც სურსათის წარმოებას გაზრდის. განსაკუთრებით ხორბლის წარმოების ზრდაზე უნდა ვიზრუნოთ. გლობალურ ბაზრებზე ფასები მატულობს, რაც ადგილობრივი პროდუქტების წარმოებაზეც აისახება, ამიტომ პრიორიტეტი უნდა გახდეს გრძელვადიან პერსპექტივაზე გათვლილი პროექტების განხორციელება", - აცხადებს report.ge-თან პაატა აროშიძე.

აკადემიკოს პაატა კოღუაშვილის ინფორმაციით, სასურსათო უსაფრთხოების მხრივ ქვეყანა სამომავლოდ დიდ გასაჭირში აღმოჩნდება, თუ მთავრობა შესაბამის ზომებს არ მიიღებს.

,,სასურსათო უსაფრთხოების 2 მაჩვენებელია და ორივე მარცვალთან არის დაკავშირებული. ეს არის მარცვლეულის რაოდენობა მოსახლეობის 1 სულზე და მეორე, მარცვლის მარაგები, რაც განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს.  საქართველოში გვაქვს 180-მდე მარცვლეულის საწარმო, მაგრამ სინამდვილეში აქედან დიდი გადამამუშავებელი მხოლოდ 14 საწარმოა. შემომტანი კი პრაქტიკულად ძალიან ცოტა კომპანიაა, თითზეც რომ ვერ ჩამოთვლი. ხელგაწვდილ მდგომარეობაში არ უნდა ვიყოთ, არამედ თავად ვაწარმოოთ მარცვალეული. როგორც მინიმუმ, ხორბლის მარაგის 60% ადგილობრივ წარმოებას უნდა ეკავოს, მაგრამ ამას ვერაფრით მივაღწიეთ. აღსანიშნავია ისიც, რომ მსოფლიოში დაიწყო ფასის ზრდა, რადგან შარშან მოსავლიანობა დაეცა და სხვისი შემყურე ვერ ვიქნებით.  სახელმწიფო პროგრამა ,,მარცვალი" უნდა შევიმუშავოთ და, როგორც აღვნიშნე, ჩვენი მოთხოვნის 60% ვაწარმოოთ, წარმოების ზრდაზე უნდა დავფიქრდეთ", - აცხადებს პაატა კოღუაშვილი.

მეცნიერის გათვლით, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების ტრანსფორმაცია იძლევა იმის საშუალებას, რომ ქვეყანაში მარცვლის ქვეშ ნათესი ფართობი გაიზარდოს 150 ათასი ჰექტრით, ანუ 350 ათას ჰა-მდე. სახნავი მიწების ასეთი სტრუქტურული ტრანსფორმაცია საშუალებას იძლევა საქართველოში საშუალოვადიან პერიოდში წარმოებული იქნას 1,0-1,1მლნ ტ. მარცვლეული, რაც პაატა კოღუაშვილის თქმით, სრულიად საკმარისია ქვეყნის სასურსათო უშიშროების უზრუნველყოფისთვის. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system