თავში

სასურსათო უსაფრთხოების პრობლემა საქართველოში

სასურსათო უსაფრთხოების პრობლემა საქართველოში
სასურსათო უსაფრთხოების პრობლემა საქართველოში

კოვიდ19-ის გავრცელების გამო მსოფლიოს შიმშილის საფრთხე ემუქრა. მდგომარეობა მძიმე იყო გასულ წლებშიც, ხოლო 2019 წელს, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის გენერალური დირექტორი აცხადებს, სამ მილიარდ ადამიანს არ ჰქონდა წვდომა ჯანსაღი კვებაზე და არასაკმარისი კვების სხვა ფორმებით ხასიათდებოდა.
ქართველი სპეციალისტები ფიქრობენ, რომ ეპიდემიის გამო, მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდება. ცხადია, გლობალური პროცესის გავლენა მძიმე იქნება საქართველოსთვისაც, როგორც სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ასოციაციის ხელმძღვანელი კობა კობალაძე report.ge-თან აღნიშნავს, საფრთხეშია მოსახლეობის ფიზიკური გადარჩენა და რისკის შესამცირებლად მთავრობამ ზომები უნდა გააძლიეროს.

,,გლობალურ შიმშილობაზე ჯერ კიდევ 5 წლის წინ ლაპარაკობდა ამერიკის განსაკუთრებულ სიტუაციათა დეპარტამენტი. ამავე პერიოდში სოფლის მეურნეობის მოსალოდნელ პრობლემაზე ინგლისში ალაპარაკდნენ. ამას მთელი მსოფლიოდან მოჰყვა გამოძახილი, საქართველოს გარდა. ამ ეტაპზე კი გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია გვაფრთხილებს, რასაც ყურადღება უნდა მიექცეს. წლების წინ საუბრობდნენ, რომ 2030 წლისთის მოსალოდნელი იყო მთელ მსოფლიოში კორონას მსგავსი დაავადებები, კლიმატის გლობალური დათბობა და სხვა. გლობალური მასშტაბის პრობლემაა, რაც საქართველოს ტიპის პატარა ქვეყნებსაც ჩაითრევს", - ამბობს კობალაძე და დასძენს, რომ სასურსათო თვითუზრუნველყოფას თუ არ გავზრდით, საქართველოში შიმშილი გარდაუვალია.

,,ღმერთმა ნუ ქნას, რომ მსოფლიოში ვითარება გართულდეს. საქართველოში შიმშილის საფრთხე გაცილებით მაღალია იმის გამო, რომ ხორბალი და მარცვლეულის წარმოებაში ჩვენი თვითუზრუნველყოფა 20%-საც ვერ აღწევს. ხოლო რუსეთმა და უკრაინამ ექსპორტი შეზღუდეს, მომავალში უფრო მკაცრ ზომებს მიიღებენ. მიწასა და წყალზე შემთხვევით როდი გავაკეთე აქცენტი, ამ რესურსის გამოყენება თუ ვერ მოხერხდა, არა მარტო მოსავალს, ნიადაგსაც დავკარგავთ და სურსათის წარმოების შესაძლებლობა არ გვექნება", - ამბობს კობალაძე. 

როგორც გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის გენერალური დირექტორი აცხადებს, რომ გადაიხედოს ჯანსაღი საკვების წარმოებისა და მასზე წვდომის მიდგომები. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system