თავში

სათბური გაზების დამჭერი ტექნოლოგიების დამონტაჟებაზე 4 მილიონი ევრო დაიხარჯება

სათბური გაზების დამჭერი ტექნოლოგიების დამონტაჟებაზე
სათბური გაზების დამჭერი ტექნოლოგიების დამონტაჟებაზე 4 მილიონი ევრო დაიხარჯება

კლიმატის ცვლილების რისკების შემცირებაზე ზრუნვა დღევანდელი მთავრობის სხდომის განსახილველი საკითხებიდან ერთ-ერთი იყო. 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის თქმით, "რუსთავის აზოტში“ თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას 4 მილიონი ევრო მოხმარდება.

"ჩვენ გერმანიის გარემოს დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით მივიღებთ მნიშვნელოვან ფინანსურ დახმარებას, რომელიც საშუალებას მოგვცმს აზოტმჟავას წარმოების შედეგად წარმოქმნილი სათბური გაზების შემცირება მოვახდინოთ. განსაკუთრებით აქტუალურია ეს იმ პირობებში, როდესაც რუსთავის ჰაერის მდგომაეობა გვაწუხებს. ეს არის აქტუალური მიმართულება, რაზეც სახელმწიფო უკვე მუშაობს. შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, შეიქმნა საინიციატივო ჯგუფთან მჭიდრო თანამშრომლობის ფორმატი თვითონ რუსთაველებთან იმისთვის, რომ მუშა პროცესი იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე და ყველასთვის ხელმისაწვდომი. ეს არ არის ერთი დღის საკითხი. როგორც სხვა მნიშვნელოვანი გარემოსდაცვით მიმართულებას სჭირდება ალბათ, რამდენიმეწლიანი პერსპექტივა. ეს ეხება ეკონომიკურ საქმიანობას და, რა თქმა უნდა, გასათვალისწინებელია ეკონომიკური სუბიექტების შესაძლებლობებიც. თუმცა, აპრიორი მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ბუნება და გარემო შევინარჩუნოთ სუფთა სახით,"  -განმარტა მინისტრმა და დასძინა, რომ ამისთვის ქვეყანა გერმანიის მთავრობისგან 2 მილიონი ევროს მოცულობის გრანტს მიიღებს. მინისტრის განმარტებით, "სააქციო საზოგადოება „რუსთავის აზოტი“ დამატებით დააფინანსებს მეორე 50%-ს - 2 მილიონ ევროს. საბოლოოდ, 4 მილიონი ევროთი მოხდება ახალი ტექნოლოგიების დამონტაჟება, რომელითაც საშუალებას მოგვცემს სათბური გაზების დამჭერი ტექნოლოგიები განთავსდეს. 

"ეს მთელი ქვეყნის სათბური გაზების 4-5%-ით შემცირების საშუალებას მოგვცემს. რუსთავისთვის ეს იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარღვევა. თუმცა, ეს არის ერთ-ერთი ელემენტი ზოგადად რუსთავის ჰაერის მართვის პოლიტიკის შემუშავების გზაზე, რომელიც სამუშაო ჯგუფის ფორმატში ჩამოყალიბდება. ეს იქნება იმგვარი კომპლექსური დოკუმენტი, როგორიც ჩვენ გვაქვს თბილისის ჰაერის მართვასთან დაკავშირებით, რომელიც ეტაპობრივად არსებულ პრობლემებს მოგვიგვარებს“, - განაცახდა დავითაშვილმა.

შეგახსენებთ, 2015 წლიდან საქართველო პარიზის შეთანხმების მონაწილე ქვეყანაა. 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განმარტებით, ინიციატივა, რომელსაც საქართველო შეუერთდა, ხელს შეუწყობს ქვეყანას გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის პარიზის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system