თავში

სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლები შემცირდა

სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლები შემცირდა
სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლები შემცირდა

2020 წლის მეორე კვარტალში ტელე-მაუწყებლებმა 12.2 მლნ ლარის სარეკლამო შემოსავლები მიიღეს, რაც რეკლამას, სპონსორობას, პროდუქტის განთავსებას, განცხადებებს და ტელეშოპინგს მოიცავს. ამის შესახებ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. უწყებაში განმარტავენ, რომ 2020 წლის პირველ კვარტალში სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლებში დაფიქსირებული ზრდის მიუხედავად, როგორც მოსალოდნელი იყო, COVID-19-ის გავრცელება სარეკლამო ბაზარზე უარყოფითად აისახა.

კერძოდ, 2020 წლის მეორე კვარტალში, სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლები მაუწყებლების ჭრილში ასე გადანაწილდა:
„ტელეიმედი“ - 5.4 მილიონი ლარი
სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“ – 2.1 მილიონი ლარი
„მთავარი არხი“ - 1.3 მილიონი ლარი
ტელეკომპანია „პირველი“ - 0.8 მილიონი ლარი
„ჯი-დი-ეს თივი“ - 0.5 მილიონი ლარი
„პოსტვ“ - 0.4 მილიონი ლარი
„ფორმულა“ - 0.3 მილიონი ლარი
„რ.ბ.ჯ.“ – 0.2 მილიონი ლარი
„სეტანტა ჯორჯია“ – 0.1 მილიონი ლარი
„სტუდია მაესტრო“ - 0.1 მილიონი ლარი
სხვა - 0.9 მილიონი ლარი.
კომუნიკაციების კომისიის პროგნოზით, მიუხედავად პანდემიით გამოწვეული ნეგატიური შედეგებისა, თუ ქვეყანაში COVID-19-ის ახალი ტალღა არ იქნება, კომერციული სექტორის სარეკლამო აქტივობები კლებას დააბალანსებს და წლის ჭრილში, 2020 წელს სარეკლამო ბაზარზე კლების მაღალი მაჩვენებელი არ დაფიქსირდება.
ცნობისთვის: 2019 წლის მეორე კვარტალში ტელევიზიების სარეკლამო შემოსავლები 20 მლნ ლარი იყო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system