თავში

სატრანსპორტო და სასაწყობო მომსახურება გაძვირდა

სატრანსპორტო და სასაწყობო მომსახურება
სატრანსპორტო და სასაწყობო მომსახურება გაძვირდა

მწარმოებელთა ფასების ინდექსი სატრანსპორტო და სასაწყობო მომსახურებაზე წინა თვესთან შედარებით შემცირდა 0.4 პროცენტით. ამის შესახებ ირკვევა საქსტატის დღეს განახლებული სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსის ანგარიშიდან, რომლის მიხედვით, 2021 წლის მარტში ფასების 4.9 პროცენტით შემცირება დაფიქსირდა საჰაერო ტრანსპორტის მომსახურებაზე. 

საქსტატის მიხედვით, ფასები გაიზარდა სახმელეთო ტრანსპორტის მომსახურებისა და მილსადენებით ტრანსპორტირების მომსახურების ჯგუფზე და წყლის ტრანსპორტის მომსახურებაზე, შესაბამისად, 0.7 პროცენტით და 0.8 პროცენტით. 

აღსანიშნავია ფასების ზრდა დასაწყობებასა და დამხმარე სატრანსპორტო მომსახურებაზე 1.3 პროცენტით. წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით ინდექსი გაიზარდა 0.3 პროცენტით. ფასების ზრდა დაფიქსირდა სახმელეთო ტრანსპორტის მომსახურებისა და მილსადენებით ტრანსპორტირების მომსახურების ჯგუფზე 4.3 პროცენტით, ხოლო დასაწყობებასა და დამხმარე სატრანსპორტო მომსახურებაზე 3.1 პროცენტით. ამასთან, ფასები შემცირებულია საჰაერო ტრანსპორტის მომსახურებაზე 18.1 პროცენტით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system