თავში

საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა იკლო

საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა იკლო
საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა იკლო

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, 2020 წლის განმავლობაში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა 19,08 ათასი ტონა შეადგინა, რაც 1,26 ათასი ტონით ანუ 6,2%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (20,34 ათასი ტონა) შედარებით.

მათივე ინფორმაციით, 2020 წელს საცხებ-საპოხი მასალების იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა თურქეთიდან - 5,59 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 29,3%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: რუსეთი - 3,26 ათასი ტონა (17,1%); გერმანია - 1,66 ათასი ტონა (8,7%); ირანი - 1,28 ათასი ტონა (6,7%); და სხვ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system