თავში

საწვავის ფასების მიმოხილვა ევროპის ქვეყნებში

საწვავის ფასების მიმოხილვა ევროპის ქვეყნებში
საწვავის ფასების მიმოხილვა ევროპის ქვეყნებში

ბოლო ორი კვირის განმავლობაში ევროპაში A-95 მარკის ბენზინის საშუალო ფასი არ შეცვლილა ხოლო A-98 მარკის ბენზინის საშუალო ფასი გაიზარდა - 0,01 ევროთი/ლიტრაზე, ასევე დიზელის საწვავის ფასი უცვლელი დარჩა. Report.ge-ის ცნობით, ამას შესახებ ინფორმაციას "ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი" ავრცელებს.

ევროპის ქვეყნებში ყველაზე ძვირი საწვავი გახლავთ ნიდერლანდებში, ნორვეგიაში და ფინეთში. ამ ქვეყნებში საწვავის ფასი დაახლოებით 25-30%-ით აღემატება ევროპის სხვა ქვეყნების საშუალო ფასებს.

27 დეკემბრის მდგომარეობით ნიდერლანდებში A-95 მარკის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს 2,08 ევროს, A-98 მარკის ბენზინი - 2.16 ევროს, დიზელის საწვავი - 1,71 ევროს; პორტუგალიაში A-95 მარკის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს 1,75 ევროს, A-98 მარკის ბენზინი - 1,78 ევროს, დიზელის საწვავი - 1,61 ევროს; იტალიაში A-95 მარკის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს 1,76 ევროს, A-98 მარკის ბენზინი - 1.97 ევროს, დიზელის საწვავი - 1,63 ევროს;

ყველაზე იაფი საწვავი არის რუსეთში: A-92 მარკის ბენზინი - 0,57 ევროს, A-95 მარკის ბენზინის ფასი - 0,62 ევრო , A-98 მარკის ბენზინი - 0,71 ევრო, დიზელის საწვავი - 0,65 ევროს.

ასევე უნდა აღინიშნოს საწვავის ფასი ჩვენს მეზობელ ქვეყნებში. კერძოდ:

სომხეთში - 1 ლიტრი A-92 მარკის ბენზინის ფასი შეადგენს - 0,92 ევროს, A-95 მარკის ბენზინი 0,96 ევროს, A-98 მარკის ბენზინი - 1,03 ევროს , დიზელის საწვავი - 0,90 ევროს;

აზერბაიჯანში - A-92 მარკის ბენზინი -0,51 ევროს, A-95 მარკის ბენზინის ფასი - 0,83 ევროს, A-98 მარკის ბენზინი - 0,98 ევროს; დიზელის საწვავი - 0,42 ევროს;

უკრაინაში - A-92 მარკის ბენზინი - 0,95 ევროს, A-95 მარკის ბენზინის ფასი - 0,98 ევროს, A-98 მარკის ბენზინი - 1. 05 ევროს, დიზელის საწვავი - 0,95 ევროს;

თურქეთში - A-95 მარკის ბენზინის ფასი - 0,93 ევროს, A-98 მარკის ბენზინი - 0,98 ევროს, დიზელის საწვავი - 0,92 ევროს.

მოლდავეთში - A-92 მარკის ბენზინი - 1,00 ევროს, A-95 მარკი ბენზინის ფასი - 1,01 ევროს, A-98 მარკის ბენზინი - 1,14 ევროს, დიზელის საწვავი - 0,85 ევროს.

ბელორუსში - A-92 მარკის ბენზინი - 0,70 ევროს, A-95 მარკი ბენზინის ფასი - 0,74 ევროს, A-98 მარკის ბენზინი - 0,79 ევროს, დიზელის საწვავი - 0,74 ევროს.

ცნობისათვის, საქართველოში საწვავის ფასი ბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებზე შეადგენს - A-92 მარკის ბენზინი -0,87 ევროს, A-95 მარკის ბენზინის ფასი - 0,91 ევროს, A-98 მარკის ბენზინი - 0,94 ევროს; დიზელის საწვავი - 0,87 ევროს;

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system