თავში

საწვავის იმპორტის უმეტესობა რუსეთიდან განხორციელდა

საწვავის იმპორტის უმეტესობა რუსეთიდან განხორციელდა
საწვავის იმპორტის უმეტესობა რუსეთიდან განხორციელდა

2020 წლის ივლისის თვეში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა 110,4 ათასი ტონა, რაც 11,4 ათასი ტონით ანუ 11,5%-ით მეტია წინა თვის მაჩვენებელთან (99,0 ათასი ტონა) შედარებით და 23,4 ათასი ტონით ანუ 26,9%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (87,0 ათასი ტონა) შედარებით.

ამის შესახებ report.ge-ს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირიდან აცნობეს.

ქვეყნების მიხედვით, 2020 წლის იანვარ-ივლისის თვეების განმავლობაში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუსეთიდან - 212,8 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 35,0%-ს შეადგენს. 

შემდეგ მოდიან: აზერბაიჯანი - 114,0 ათასი ტონა (18,7%), რუმინეთი - 110,3 ათასი ტონა (18,1%), თურქმენეთი - 55,3 ათასი ტონა (9,1%), ბულგარეთი - 46,9 ათასი ტონა (7,7%); ყაზახეთი - 26,2 ათასი ტონა (4,3%), საბერძნეთი - 25,2 ათასი ტონა (4,1%), თურქეთი - 9,6 ათასი ტონა (1,6%), ავსტრია - 2,6 ათასი ტონა (0,4%); სინგაპური - 2,0 ათასი ტონა (0,3%); გაერთ. ემირ. – 2,0 ათასი ტონა (0,3%), შვეიცარია - 1,1 ათასი ტონა (0,2%); ჰონკონგი - 0,3 ათასი ტონა (0,1%).

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system