თავში

საწვავის ყველაზე დიდი მომწოდებელი კვლავ რუსეთია

საწვავის ყველაზე დიდი მომწოდებელი კვლავ რუსეთია
საწვავის ყველაზე დიდი მომწოდებელი კვლავ რუსეთია

ოქტომბრის თვეში დიზელის საწვავის იმპორტი მნიშვნელოვნად გაიზარდა. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით, 2019 წლის იანვარ-ოქტომბრის თვეების განმავლობაში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა 890,9 ათასი ტონა, რაც 19,3 ათასი ტონით ანუ 2,1%-ით ნაკლებია 2018 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით (910,2 ათასი ტონა).

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის მონაცემებით, ქვეყნების მიხედვით 2019 წლის 10 თვის განმავლობაში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუსეთიდან - 274,6 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 30,8%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: რუმინეთი - 243,3 ათასი ტონა (27,3%), აზერბაიჯანი - 124,2 ათასი ტონა (13,9%), თურქმენეთი - 103,7 ათასი ტონა (11,6%); ბულგარეთი - 77,9 ათასი ტონა (8,7%), საბერძნეთი - 49,6 ათასი ტონა (5,6%), თურქეთი - 16,0 ათასი ტონა (1,8%) და სხვ. 

საწვავის კატეგორიების მიხედვით 2019 წლის იანვარ-ოქტომბრის თვეებში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა: A-91 რეგულარი მარკის ბენზინი - 301,1 ათასი ტონა ანუ 66,0%; A-95 პრემიუმი მარკის ბენზინი - 146,3 ათასი ტონა ანუ 32,1%, A-98 სუპერი მარკის ბენზინი - 8,9 ათასი ტონა ანუ 8,9%.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system