თავში

სავაჭრო პალატა ინფორმაციას ავრცელებს

​სავაჭრო პალატა ინფორმაციას ავრცელებს
სავაჭრო პალატა ინფორმაციას ავრცელებს

სავაჭრო პალატა პანდემიის დროს მეწარმეების მხარდასაჭერად განხორციელებულ და მიმდინარე პროექტების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

საქართველოს სავაჭრო პალატამ მეწარმეების მხარდასაჭერად არა ერთი პროექტი განახორციელა და დღესაც, სხვადასხვა მიმართულების პროგრამებზე აქტიურად მუშაობს. მათ შორის, ,,უფასო ვებ-გვერდი ბიზნესს’’, რომლის ფარგლებში კონკურსში გამარჯვებულ 100 მეწარმეს უფასო ვებ-გვერდი გადაეცემა.

„ღია დიალოგი ბიზნესთან - შეხვედრების მიზანია რეგიონულ ბიზნესისთვის სახელწიფო სერვისებზე, ადგილობრივ და საერთაშორისო გრანტებზე ინფორმაციის მიწოდება. ასევე, რეგიონული ბიზნესის განვითარებისა და სფეროში არსებული პრობლემების მოგვარების ხელშეწყობა.

"ერთი ბიზნესის ისტორია”- პროექტი გულისხმობს საზოგადოებისთვის გამორჩეული და საინტერესო ისტორიების მქონე მეწარმეების გაცნობას.

ბიზნეს ფორუმები, რომლის ფარგლებში პალატის ორგანიზებით, ბოლო ერთ თვის განმავლობაში ჩატარდა ავსტრია-საქართველოს, ესტონეთი-საქართველოსა და საქართველო-სლოვაკეთის ბიზნეს ფორუმები.

ჩატარდა საგრანტო კონკურსი ,,ევროკავშირი ბიზნესისთვის“ . პროგრამაში ევროკავშირისა და აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორი ქვეყნების ბიზნეს ასოციაციები არიან ჩართულნი, რომელთა საქმიანობაც უკავშირდება ღვინის, ბიო პროდუქტების, ტურიზმის, ტექსტილისა და შემოქმედებითი ინდუსტრიის ეკონომიკურ სექტორებს.

უფასო ტრენინგები ჩაუტარდათ მეწარმეებს ელექტრონული კომერციის, დღგ-ს ახალი რეფორმის, შრომის კანონმდებლობის, უძრავი ქონების საკუთრების რეგისტრაციის, ბიზნეს დავებისა და მათი გადაწყვეტის მექანიზმების საკითხებზე.

პროფესიული განათლების განვითარების ხელშეწყობა-პროგრამის ფარგლებში პალატა ახორციელებს სხვადასხვა აქტივობას, მათ შორის ბიზნეს სექტორთან შეხვედრების ორგანიზებას, ბიზნეს სუბიექტების და პროფესიული კოლეჯების თანამშრომლობის ხელშეწყობას“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system