თავში

სავაჭრო-სამრეწველო პალატა მეწარმეებისთვის უფასო ტრენინგს ატარებს

სავაჭრო-სამრეწველო პალატა მეწარმეებისთვის უფასო ტრენინგს ატარებს
სავაჭრო-სამრეწველო პალატა მეწარმეებისთვის უფასო ტრენინგს ატარებს

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა მეწარმეებისთვის 25 ნოემბერს საგადასახადო საკითხებზე მართავს ონლაინ უფასო ტრენინგს. 

ტრეინინგი განკუთვნილია, როგორც ფიზიკური პირებისათვის/მცირე მეწარმეებისათვის, ასევე იურიდიული პირებისათვის. მეწარმეები ინფორმაციას მიიღებენ მნიშვნელოვანი საკითხების, მათ შორის სფეროში არსებულ სიახლეების, ასევე მეწარმეთა მხრიდან ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომების შესახებ. "ამასთან, მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ პროგრამის გარდა, დასვან სხვა ნებისმიერ მნიშვნელოვან საკითხზე შეკითხვები და მიიღონ ამომწურავი პასუხი. ტრეინინგს სავაჭრო პალატის მიერ მოწვეული საგადასახადო ექსპერტი ლაშა კობერიძე გაუძღვება, რომელიც ასევე არის შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო შემოწმების სამმართველოს უფროსი. იგი 2010 წლიდან შემოსავლების სამსახურის გუნდის წევრია და აქტიურად არის ჩართული საგადასახადო და აუდიტის მიმართულებით განხორციელებულ ცვლილებებსა და პროექტებში," - აცხადებენ სავაჭრო-სამრეწველოპ პალატაში.დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია მითითებულ ბმულზე : https://forms.gle/pCGDbcFwyH318cFP7
ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system