თავში

სავაჭრო ცენტრები და ბაზრობები, სავარაუდოდ, უქმე დღეებშიც იმუშავებენ

სავაჭრო ცენტრები და ბაზრობები, სავარაუდოდ, უქმე დღეებშიც იმუშავებენ
სავაჭრო ცენტრები და ბაზრობები, სავარაუდოდ, უქმე დღეებშიც იმუშავებენ

უქმ დღეებთან დაკავშირებით გადაწაყვეტილება მიღებულია, თუმცა ვინ დაისვენებს და ვინ არა, საზოგადოებისთვის ჯერ კიდევ არ არის ცნობილი. გადაწყვეტილების მოლოდინშია ბიზნესისც. სავაჭრო ცენტრების წარმომადგენლები report.ge-თან ამბობენ, რომ ოფიციალურ განცხადებას ელიან, თუმცა არ გამორიცხავენ, მუშაობა შეძლონ, იქიდან გამომდინარე, რომ დაკეტვასთან დაკავშირებით გაფრთხილება არ მიუღიათ.

,,თბილისი გალერეას" წარმომადგენელი ქეთის ახობაზე ამბობს, რომ დეტალები ირკვევა და ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე ინფორმირებული. 

,,დეტალებს ვარკვევთ და შემიძლია ვთქვა, რომ ჯერჯერობით ბოლომდე შესაბამისი სტრუქტურებიც არ არიან ჩამოყალიბებული. ინფორმაციულ ვაკუუმში ვართ. შეგვეძლება  თუ არა მუშაობის გაგრძელება, არ ვიცით. არავის უთქვამს ამ დროისთის, ოფიციალურ დონეზე ჯერჯერობით სავაჭრო ცენტრებთან დაკავშირებით არაფერი თქმულა, ამიტომ მოლოდინის რეჟიმში ვართ. შესაძლო დაკეტვასთან ან თუნდაც საქმიანობის გაგრძელებასთან დაკავშირებით არავინ არაფერს გვეუბნება", - ამბობს ახობაძე report.ge-თან.

,,სითი მოლის" დირექტორის ლევან მესხელის განცხადებით, ჯერჯერობით არ აქვს ინფორმაცია, რა პირობებში გააგრძელებნ საქმიანობას  ,,უქმე დღეებში" და დაწესდება თუ არა სექტორში რამე სახის შეზღუდვა.

,,ველოდებით, ისევე როგორც ყველა. დაკეტვის შესახებ შეიძლება წინასწარ მიგვეღო გაფრთხილება, ჯერჯერობით მსგავსი არაფერია. თუმცა ზუსტი პოზიცია ჯერ კიდევ უცნობია და არ ვიცით, ვიმუშავებთ თუ არა 14-11 მაისის ჩათვლით", - ამბობს მესხელი.

ამასვე ამბობს სავაჭრო ცენტრ „თბილისი ცენტრალის“ დირექტორი, ლევან ყარალაშვილი, რომლის ინფორმაციითაც, კერძო სექტორს მთავრობის მხრიდან არანაირი მითითებები და მინიშნებები არ მიუღია.

„სავაჭრო ცენტრებს დაკეტავენ თუ - არა, ლაპარაკი არ არის. უფრო იმის მოლოდინი გვაქვს, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტს გააჩერებენ. ასე თუ მოხდება, ირიბად ჩვენზეც მოახდენს გავლენას, დიდ ნეგატიურ შედეგს მივიღებთ ტრანსპორტის დროებითი გაჩერებით", - ამბობს ყარალაშვილი.

ცნობისთვის, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 4-11 მაისი საქართველოს მასშტაბით უქმე დღეებად ცხადდება. ამასთან, საბჭო დამსაქმებლებს თანამშრომელთა დისტანციურ რეჟიმში გადაყვანის რეკომენდაციით მიმართავს.

საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე განიხილა ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა, რომელიც მთელს მსოფლიოში და მათ შორის, საქართველოშიც უარესდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system