თავში

სავალუტო რეზერვები შემცირდა

სავალუტო რეზერვები შემცირდა
სავალუტო რეზერვები შემცირდა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 31 მარტის მდგომარეობით ქვეყნის სავალუტო რეზერვების მოცულობის შესახებ გამოაქვეყნა ინფორმაცია. 

ირკვევა, რომ გასული თვის განმავლობაში $100-მილიონი აშშ დოლარის მოცულობის სავალუტო ინტერვენციების განხორციელების მიუხედავად, ქვეყნის სავალუტო რეზერვების შემცირებამ მხოლოდ $38,5 მილიონი დოლარი შეადგინა. რაც ნიშნავს, რომ ინტერვენციებით რეზერვების შემცირება ნაწილობრივ სხვა ფულადმა ტრანზაქციებმა დააბალანსეს. 

31 მარტის მდგომარეობით, საქართველოს მთლიანი საერთაშორისო რეზერვების მოცულობა $3.399 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენდა. იანვართან შედარებით, ‘რეზერვის მოცულობა $82 მილიონით არის შემცირებული, წლიურ ჭრილში კი მისი შემცირება $77,5 მილიონს შეადგენს. 

მას შემდეგ, რაც მთავრობა და ეროვნული ბანკი საერთაშორისო სავალუტო ფონდთან და სხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან დაამთავრებენ მოლაპარაკებებს, სავალუტო რეზერვების მოცულობა კიდევ რამდენიმე ასეული მლნ დოლარით შეივსება. 

ცნობისთვის, სავალუტო რეზერვები ქვეყნის ეკონომიკის შეფასების ერთ-ერთი წამყვანი ინდიკატორია. ეს არის თანხა, რომელსაც კრიზისების, საშინაო თუ საგარეო შოკების დროს, ეკონომიკისთვის ბუფერის როლის შესრულება შეუძლია. 

შეგახსენებთ, სავალუტო რეზერვების მოცულობა ამასთანავე ინვესტორებისთვისაც მნიშვნელოვანი ინდიკატორია: თუ მისი მოცულობა ეკონომიკის ზომასთან მიმართებით არის ადეკვატური, ეს ინვესტორებისა და საერთაშორისო კრედიტორებისთვის ნათელი სიგნალია, რომ ქვეყანაში საქმიანობა შედარებით დაბალ რისკებთან არის დაკავშირებული. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system