თავში

"სავინო" ბაზრიდან გავიდა

"სავინო" ბაზრიდან გავიდა
სავინო ბაზრიდან გავიდა

ღვინის ჩამოსასხმელი აპარატების კომპანია “სავინომ” ბაზარი დატოვა, - ამის შესახებ ინფორმაცია კომპანიის დირექტორმა ოთარ ყურაშვილმა დაგვიდასტურა, თუმცა ყურაშვილმა ბაზრის დატოვების კონკრეტულ მიზეზები არ აგვიხსნა. ერთადერთი, რაც მეწარმემ გვითხრა ისაა, რომ კომპანიის შემოსავალი ბოლო 9 თქვეა მუდმივად მცირდებოდა და გაკოტრების რეჟიმამდე ერთი ნაბიჯიღა აშორებდათ. მისივე თქმით, მეწარმემ გაკოტრებამდე ოპერირების შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. შედეგად, სამსახური დაკარგა 25-მა ადამიანმა, რომლებიც კომპანიაში მუშაობდა და ყოველთვიურად საშუალოდ 800 ლარიან ხელფასს იღებდა.

შეგახსენებთ, რომ კომპანია “სავინო” 2015 წლის ზაფხულში გაიხსნა და ის მომხმარებელს ღვინოს სპეციალურ ჩამოსასხმელ აპარატებში სთავაზობდა. როგორც მაშინ კომპანიის წარმადგენლების ამბობდნენ, ქართული ღვინის ჩამოსასხმელი აპარატები საქათველოს შემდეგ, უკრაინაში, ბელორუსიასა და ყაზახეთშიც უნდა გამოჩენილიყო. ასევე განიხილებოდა ნორვეგიის და ჩეხეთის ბაზრებზე შესვლაც.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system