თავში

სებ-ი მევახშეებს რეგულაციებს მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში გაუმკაცრებს

სებ-ი მევახშეებს რეგულაციებს მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში გაუმკაცრებს
სებ-ი მევახშეებს რეგულაციებს მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში გაუმკაცრებს

თუ სებ-ი დაინახავს, რომ ე.წ. კერძო მევახშეთა მხრიდან ეკონომიკის დაკრედიტების მაჩვენებელი მნიშვნელოვნად იზრდება, ეროვნული ბანკი მის შესაჩერებლად შესაბამის ნაბიჯებს გადადგამს და რეგულაციებს გაამკაცრებს. ამის შესახებ დღეს ქვეყნის პირველმა ბანკირმა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ განაცხდა.

"რაც შეეხება საბანკო სისტემაში ჩრდილოვან სექტორს, თუ ჩვენ დავინახავთ, რომ მევახშეების მიმართულებით გააქტიურდება, მაგრამ ამჟამად საკმარისი ზომა არის მიღებული რათა ეს მიმართულება იყოს შეზღუდული, თუმცა მისი სრულად გაქრობა არ ხდება და ის ყოველთვის იარსებებს. თუ დავინახეთ, რომ ეს სექტორი იზრდება და უფრო მნიშვნელოვანი ხდება, ჩვენ მას ყურადღებას მივაქცევთ, რათა კანონმდებლობით არ მოხდეს ამ სექტორის უფრო მეტად ზრდა", - ამბობს კობა გვენეტაძე.

ცნობისთვის, აღსრულების ეროვნული ბიუროს 2019 წლის 10 თვის მონაცემებით, ქვეყანაში სულ 1039 უძრავი ქონების დასაკუთრება მოხდა, რომლის 49%-იც (514 ქონება) კერძო მევახშეების სასარგებლოდ გაიყიდა. კომერციულ ბანკებზე 411 (40%) უძრავი ქონება მოდის. 114-ის (11%) შემთხვევაში, კრედიტორი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია იყო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system