თავში

სებ-ის ახალი სათაო ოფისის პროექტზე ტენდერი დასრულდა

სებ-ის ახალი სათაო ოფისის პროექტზე ტენდერი დასრულდა
სებ-ის ახალი სათაო ოფისის პროექტზე ტენდერი დასრულდა

საქართველოს ეროვნული ბანკის ახალი სათაო ოფისის პროექტზე ტენდერი დასრულდა. ტენდერში საკუთარი პროექტი 5-მა კომპანიამ წარადგინა, აქედან 4 ქართული, ერთი კი ამერიკული კომპანიაა. ამ დროისთვის დოკუმენტაციის შერჩევა-შეფასების პროცესი მიმდინარეობს.

როგორც ცნობილია, სებ-ის მიერ გამოქვეყნებული ტექნიკური დავალების თანახმად, ეროვნული ბანკის ახალი სათაო ოფისის მშენებლობის სავარაუდო ბიუჯეტი 50 მილიონ ლარს შეადგენს. A კლასის ახალი სათაო ოფისის შენობის სამშენებლო ფართი კი დაახლოებით 17 000 მ2-ია . ტექნიკური დავალების თანახმად, მომსახურეობის გაწევის სავარაუდო ვადაა 38-44 თვე, მათ შორის: პროექტირების ეტაპი - 6 თვე; სამშენებლო სამუშაოების განმახორციელებელი კონტრაქტორის შერჩევის (ტენდერი) ეტაპი - 2 თვე; მშენებლობის ეტაპი - სავარაუდოდ 30-36 თვე.

ცნობისთვის, ამჟამად საქართველოს ეროვნული ბანკის ოფისი სანაპიროს ქუჩაზე, იუსტიციის სახლის შენობაშია განთავსებული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system