თავში

სებ-ის პრეზიდენტი ინფლაციის მაჩვენებელზე კომენტარს აკეთებს

სებ-ის პრეზიდენტი ინფლაციის მაჩვენებელზე კომენტარს აკეთებს
სებ-ის პრეზიდენტი ინფლაციის მაჩვენებელზე კომენტარს აკეთებს

საქართველო ტურიზმზე დამოკიდებული ქვეყანაა, პანდემიამ ტურიზმზე დამოკიდებული ქვეყნები უფრო მეტად დააზარალა, ვიდრე არატურისტული ქვეყნები, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ განაცხადა.

კობა გვენეტაძის თქმით, არის ხოლმე კომენტარი, რომ საქართველოში ინფლაცია ერთ-ერთი ყველაზე მაღალია და რეგიონში თურქეთის შემდეგ მეორე ადგილზეა და მსოფლიოში მაღალ ინფლაციებს შორის მე-16 ადგილზეა.

"მაგრამ მათ საყურადღებოდ ვისაც ეს სტატისტიკა მოჰყავს, მათ ასევე უნდა გაითვალისწინონ, რომ საქართველო არის ტურიზმზე დამოკიდებული ქვეყანა და ტურიზმზე დამოკიდებული ქვეყნები იმის გამო, რომ პანდემიამ მობილობა სრულიად შეზღუდა, უფრო მეტად დაზარალდნენ, ვიდრე არატურისტული ქვეყნები.

თუ 2019 წელს ტურიზმის კონტრიბუცია მშპ-ში დაახლოებით 12%-ი იყო, ეს 2020 წელს 2%-მდე შემცირდა, შესაბამისად საქართველოსთვის ეს შოკი არის უფრო მაღალი და უფრო დიდი შოკი, ბევრ სხვა ქვეყანასთან შედარებით. ამავე დროს არ დაგვავიწყდეს, რომ საქართველოში ფისკალური დეფიციტი 9%-ზე მეტი იყო 2020 წელს, წელსაც საკმაოდ მაღლა ნარჩუნდება და აქედან გამომდინარე, როდესაც ვამბობთ, რომ ერთ-ერთი მაღალი ინფლაციაა, დიახ, არის მაღალი, მაგრამ ამას აქვს წინაპირობა,”- ამბობს კობა გვენეტაძე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system