თავში

სებ-მა ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის სერტიფიკატი მიიღო

სებ-მა ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის სერტიფიკატი მიიღო
სებ-მა ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის სერტიფიკატი მიიღო

საქართველოს ეროვნულ ბანკმა ინფორმაციული უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტის ISO 27001 სერტიფიცირება გაიარა. ISO 27001 - ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის მსოფლიოში აღიარებული სტანდარტია, რომელიც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მესამედ მიღო. Report.ge-ის ცნობით, ამის შესახებ განცხადებას ეროვნული ბანკი აქვეყნებს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნულ ბანკში ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის და მათი დახვეწის მიზნით მუშაობა მრავალი წელია მიმდინარეობს. ეროვნული ბანკი დიდ ყურადღებას უთმობს ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, კონფიდენციალურობისა და მთლიანობის დაცვას.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის საერთაშორისო სტანდარტთან შესაბამისობაზე დაკავშირებული აუდიტის პროცესში მონაწილეობდნენ როგორც ქართული, ისე უცხოური კომპანიები. სერტიფიკატი გერმანულმა სასერტიფიკაციო ორგანომ TUV SUD Management Service GmbH - მა გასცა.

"ISO 27001 - ის სტანდარტთან შესაბამისობა ეროვნული ბანკისთვის და მთლიანად საფინანსო სექტორის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია. გასულ წლებში აღნიშნული სერტიფიკატი ეროვნულ ბანკს მხოლოდ კონკრეტულ სისტემებზე დანერგილი სტანდარტის მოთხოვნების შესაბამისად ენიჭებოდა. წელს გავრცელების სფერო გაფართოვდა და ამჟამად ეროვნული ბანკის ყველა სტრუქტურულ ერთეულს მოიცავს. შესაბამისად, სერტიფიცირების და მასთან დაკავშირებული აუდიტის პროცესში ეროვნული ბანკის თითქმის ყველა სტრუქტურული ერთეული იყო ჩართული. აუდიტის მიზანი ეროვნულ ბანკში არსებული ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის ISO 27001 - ის სტანდარტის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის შეფასება იყო“, - განაცხადა ეროვნული ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა ვახტანგ ბურკიაშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system