თავში

სებ-მა უცხოურ ვალუტაში მინიმალური სარეზერვო მოთხოვნა 5%-ით შეამცირა

სებ-მა უცხოურ ვალუტაში მინიმალური სარეზერვო მოთხოვნა 5%-ით შეამცირა
სებ-მა უცხოურ ვალუტაში მინიმალური სარეზერვო მოთხოვნა 5%-ით შეამცირა

საქართველოს ეროვნული ბანკი უცხოურ ვალუტაში მოზიდულ სახსრებზე მინიმალურ სარეზერვო მოთხოვნას 5%-ით ამცირებს. შესაბამისი განცხადება კობა გვენეტაძემ დღეს გააკეთა.

“ლარის ბოლოდროინდელმა გაუფასურებამ ლარის ნომინალური ეფექტური კურსის გაუფასურებამ დაწოლა მოახდინა ინფლაციაზე. საქართველოს ეროვნული ბანკის მთავარი მანდატი სწორედ ინფლაციასთან ბრძოლაა. აქედან გამომდინარე, ეროვნულმა ბანკმა დაიწყო სათანადო ზომების მირება. ჩვენ ბოლო ორი მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგ გავაკმაცრეთ საკრედიტო პოლიტიკა და 0.5%-ით ავწიეთ რეფინანსირების საპროცენტო განაკვეთი. ამავე დროს განვახორციელეთ ინტერვენციები სავალუტო ბაზარზე. იმიასთვის რომ ხელი შევუწყოთ ლარის გაუფასურებიდან მომდინარე წნეხის შემცირებაზე, ინფლაციაზე ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება უცხოურ ვალუტაში სარეზერვო მოთხოვნების 5%-ით შემცირების შესახებ. ამავე დროს, გარკვეულწილად უხოური ვალუტის ლიკვიდობის მიმართულებით, შეღავათი მიეცემათ კომერციულ ბანკებს. ეს ნიშნავს, რომ დაახლოებით 700 მილიონი დოლარის დამატებითი რესურსი, უცხოური ვალუტის რესურსი იქნება შესაძლებელი, რომ გასცენ კომერციულმა ბანკებმა სესხებად. ეს ამავდროულად ნიშნავს, რომ საპროცენტო განაკვეთი უცხოური ვალუტის სესხებზე შემცირდება. ამ ღონისძიებებმა ხელი უნდა შეუწყონ გაცვლითი კურსის დინამიკის შეცვლას და გაცვლითი კურსის დასტაბილურებას. ამავე დროს დროთა განმავლობაში შემცირდება წნეხი ინფლაციაზე. ამასთან დაკავშირებით შეიძლება გაჩნდეს კითხვა - ხომ არ ნიშნავს ეს ლარიზაციის პოლიტიკის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯს? ეს არავითარ შემთხვევაში ასე არ არის, ლარიზაციის პოლიტიკა მე ბევრჯერ მითქვამს რომ ეს არის გრძელვადიანი პოლიტიკა მას საკმაოდ დიდი დრო დაჭირდება. გარდა ამისა არ დაგვავიწყდეს, რომ ის რასაც ახლა ვსაუბრობთ, დამატებით 700 მილიონი დოლარის სისტემაში მობილიზება შესაძლებელს გახდის მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისთვის გაიცეს სესხები. რაც შეეხება 200,000 ლარამდე სავალუტო სესხების გაცემას, მოგეხსენებათ რომ 200,000 ლარამდე სესხების გაცემა არის დაშვებული მხოლოდ ლარში, ანუ ჩვენ კვლავ ერთგული ვრჩებით ლარიზაციის. შესაძლებელია დროებით ეს პროცესი შენელდეს, თუმცა ეს იქნება მხოლოდ კორპორატიული სექტორის მიმართულებით,”- ამბობს კობა გვენეტაძე.

როგორც საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი ალექსანდრე ძნელაძე ამბობს,  თუ სებ-ი აღნიშნულ გადაწყვეტილებას მიიღებდა, ეს კომერციული ბანკებისთვის დიდი შეღავათი იქნებოდა, რადგანაც მათ სესხების გასაცემად ახალი რესურსი გამოუჩდნებოდათ.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 13 მარტს სებ-მა უცხოურ ვალუტაში მოზიდულ სახსრებზე მინიმალური სარეზერვო მოთხოვნის 30%-მდე გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. ლარის სარეზერვო მოთხოვნა კი უცვლელად, 5%-ზე დატოვა.

ცნობისთვის, მინიმალური სარეზერვო მოთხოვნა არის შემთხვევა, როცა თქვენ მიერ ბანკში შეტანილი დეპოზიტის გარკვეული ნაწილი არა უშუალოდ ამ ბანკში, არამედ საქართველოს ეროვნულ ბანკში ინახება. ბანკებს ლიცენზიის შესანარჩუნებლად მთლიანი დეპოზიტების გარკვეული ნაწილი ეროვნულ ბანკში უნდა ჰქონდეთ განთავსებული.

მინიმალური სარეზერვო მოთხოვნის გაზრდა/შემცირებით ეროვნულ ბანკს ქვეყანაში სესხების განაკვეთზე გავლენის მოხდენა შეუძლია; როდესაც სარეზერვო მოთხოვნა იზრდება, ბანკს კაპიტალის მოზიდვა უძვირდება, რაც თავის მხრივ სესხის განაკვეთის ზრდაში აისახება. ეს შემდგომში დაკრედიტების შემცირებას იწვევს. სარეზერვო მოთხოვნის შემცირებით კი, კომერციულ ბანკებს დამატებითი რესურსები უთავისუფლდებათ სესხების გასაცემად, შედეგად განაკვეთები მცირდება ქვეყანაში დაკრედიტების დონე კი, იზრდება.

შესაბამისად, სარეზერვო მოთხოვნის ზრდით საპროცენტო განაკვეთების ზრდის შემთხვევაში სესხის მიღების მსურველისთვის უცხოური ვალუტის სესხი ძვირდება, რაც ბაზარზე ლარის სესხის კონკურენტუნარიანობას ზრდის.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system