თავში

სები NDI კვლევებს ეხმიანება

სები NDI კვლევებს ეხმიანება
სები NDI კვლევებს ეხმიანება

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ დღეს NDI-ის მიერ გამოქვეყნებულ კვლევასთან დაკავშირებით გააკეთა კომენტარი. NDI-ის ანგარიშის მიხედვით, მოსახლეობის 63% აცხადებს, რომ ეკონომიკური ვითარება არის "ცუდი". ამასთან დაკავშირებით, კობა გვენეტაძე ამბობს, რომ ქვეყანაში საკმაოდ დადებითი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებია, თუმცა რეგიონალურ და გლობალურ ჭრილში არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ "საკმაოდ რთულ პერიოდში ვცხოვრობთ."

"თუ შევხედავთ ეკონომიკურ ზრდას ქვეყანაში, ვფიქრობ, რომ ეს არის საკმაოდ კარგი მაჩვენებელი. მოდი, არ დაგავიწყდეთ, რომ საკმაოდ რთულ პერიოდში ვცხოვრობთ, ზოგადად გლობალური ეკონომიკა არის რისკის ქვეშ, ზრდა იყო უფრო დაბალი, ვიდრე ეს ადრე იყო პროგნოზირებული, იგივე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ. რა თქმა უნდა, გლობალური ეკონომიკის პრობლემები გადაეცემა რეგიონალურ ეკონომიკას, რეგიონალური ეკონომიკიდან კი ქვეყნებს. ვფიქრობ, მთავარი ამ შემთხვევაში არის, რომ გაიზარდოს ქვეყნის მდგრადობა სხვადასხვა შოკების მიმართ, რაც ვფიქრობ, რომ დღეს საქართველოში სახეზეა. თუნდაც ის საგარეო შოკი, რომელიც ქვეყანამ გაიარა ივნისის თვეში, ამის მიუხედავად, ზრდა ჯერ-ჯერობით კარგ ნიშნულზე ნარჩუნდება. ეს არის იმის მაჩვენებელი, რომ არის სწორი მაკროეკეონომიკური პოლიტიკა,"- განაცხადა სებ-ის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ.

NDI-ის მიხედვით, მოსახლეობის 70% ფიქრობს, რომ საქართველოს ეკონომიკა სარგებელს მხოლოდ ადამიანების გარკვეულ ჯგუფს აძლევს. 12%-ს მიაჩნია, რომ საქართველოს ეკონომიკა სარგებელს ყველა მოქალაქეს ერთნაირად აძლევს, 9% ფიქრობს, რომ საქართველოს ეკონომიკა სარგებელს არავის აძლევს, 9%-ს კი კითხვაზე პასუხი არ აქვს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system