თავში

სექტემბერში ფულადი გზავნილების მოცულობა 13.9%-ით გაიზარდა

სექტემბერში ფულადი გზავნილების მოცულობა 13.9%-ით გაიზარდა
სექტემბერში ფულადი გზავნილების მოცულობა 13.9%-ით გაიზარდა

2019 წლის სექტემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 149.8 მლნ აშშ დოლარი (444.0 მლნ ლარი) შეადგინა.  წინა წელთან შედარებით, ეს მაჩვენებელი 13.9%-ით არის გაზრდილი. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 94.0% იმ 18 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ სექტემბერში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 18 ქვეყანაზე გასული წლის სექტემბერში მთელი ფულადი გზავნილების 94.3% მოდიოდა. ქვეყნების ხუთეული, საიდანაც საქართველოში ყველაზე დიდი რაოდენობით თანხა გადმოირიცხა, ასეთია: რუსეთი, იტალია, საბერძნეთი, აშშ, ისრაელი. სებ-ის ცნობით, 2019 წლის სექტემბერში რუსეთიდან შემოსული ფულადი გზავნილები 3.70%-ით შემცირდა, ხოლო ევროკავშირის ქვეყნებიდან 21.6%-ით გაიზარდა. ამისდა მიუხედავად, არცერთი ცალკეული ქვეყნიდან შემოსულა იმ მოცულობის ფულადი გზავნილები, რამდენიც რუსეთიდან, საიდანაც 36.30 მილიონი დოლარი შემოვიდა სექტემბერში რაც მთლიანი გზავნილების 24.24%-ია. აღსანიშნავია, რომ 2019 წლის სექტემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 20.5 მლნ აშშ დოლარი (60.7 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 6,5%-ით აჭარბებს. 2018 წლის სექტემბერში ქვეყნიდან 19.2 მლნ აშშ დოლარი გადაირიცხა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system