თავში

სელექციური კონტრაქტირება - გამოსავალი თუ კრიზისის გადავადება

სელექციური კონტრაქტირება - გამოსავალი თუ კრიზისის გადავადება
სელექციური კონტრაქტირება - გამოსავალი თუ კრიზისის გადავადება

ევროპული საქართველოს წევრი ზურაბ ჭიუაბერაშვილი სოციალურ ქსელში ჯანდაცვაში ძშექმნილ კრიზის ეხმაურება. პოლიტიკოსის თქმით, ჯანდაცვაში შექმნილი კრიზისის მიზეზი სერგეენკოს მიერ შემოღებული ერთი გადამხდელის პრინციპია. ჭიაბერაშვილის განმარტებით, ეს გულისხმობს, რომ საავადმყოფოსთან ანგარიშსწორებას სახელმწიფო პირდაპირ ახდენს.

"სანამ სახელმწიფო იხდის, პრობლემა არაა. სახელმწიფოს რომ ფული აღარ ყოფნის, იწყება კრიზისი. ის, რომ სახელმწიფოს ფული არ ეყოფოდა, ნათელი იყო საყოველთაო ჯანდაცვის შემოღების მომენტშივე. ტიკარაძე სერგეენკოს ლოგიკური გაგრძელებაა. თუ ერთი გადამხდელის პრინციპს არ იცვლება, ამ კრიზისის კიდევ უფრო დამამძიმებელ ნაბიჯებზე წასვლა მოუწევდა ნებისმიერ მინისტრს. სერგენკოსთვის შვება იყო წასვლა გამოსავალი არაა სელექტიური კონტრაქტირება (რაც უფრო უცნობია ტერმინი საზოგადოებისთვის, მით უფრო დამაჯერებლად ჟღერს. სელექტიური კონტრაქტირება ამ კონტექსტში იქნება გარიგება სახელმწიფოსა და მსხვილ მოთამაშეებს შორის, რომ მსხვილი მოთამაშეები დათანხმდნენ უფრო დაბალ ტარიფებს იმის ხარჯზე, რომ სახელმწიფო მათ წვრილ კონკურენტებს მოაცილებს. ეს კრიზისს მხოლოდ გადაავადებს. სისტემა არსებითად იგივე დარჩება, ოღონდ სახელმწიფოც და საყოველთაოში დარჩენილი კლინიკებიც კიდევ უფრო დამოკიდებულნი გახდებიან ერთმანეთზე და კიდევ უფრო დიდი კრიზისის მოწმენი გავხდებით ფულის მორიგი დეფიციტისას. სახელმწიფოს დავალიანება საავადმყოფოების მიმართ კიდევ უფრო გაიზრდება," - წერს ზურაბ ჭიაბერაშვილი და დასძენს, რომ კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი იქნება ერთი გადამხდელის პრინციპზე უარის თქმა, რაც ნიშნავს, რომ სახელმწიფო მოქალაქეებისთვის სადაზღვევო პაკეტებს ყიდულობს და პაციენტის, საავადმყოფოსა და სადაზღვევო კომპანიის სამკუთხედში ობიექტური არბიტრის როლს თამაშობს. ასე შეიძლება მხოლოდ პაციენტის მკურნალობის ხარისხზე ზრუნვა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system