თავში

სემეკი 50-მდე ახალი რეგულაციის მიღებას გეგმავს

სემეკი 50-მდე ახალი რეგულაციის მიღებას გეგმავს
სემეკი 50-მდე ახალი რეგულაციის მიღებას გეგმავს

ენერგეტიკულ სექტორში რეფორმის ახალი ტალღა იწყება. 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნულ კომისიაში აცხადებენ, 2020 წლიდან მოყოლებული, იგეგმება 50-მდე საკანონმდებლო აქტის მიღება, რამაც ბაზარზე  ახალი წესები უნდა განსაზღვროს. 

სემეკის წევრ გიორგი ფანგანის ინფორმაციით, ცვლილება ენერგეტიკული ბაზრის განვითარებისკენ არის მიმართული და სამომხმარებლო ტარიფებზე არ აისახება. ფანგანი დაგეგმილი რეგულაციის რამდენიმე დეტალთან დაკავშირებით report.ge-თან ღიად საუბრობს და დასძენს, რომ ვრცლად რეგულაციების შესახებ ინფორმაცია ეტაპობრივად გავრცელდება.

,,2019 წლის დეკემბრის ბოლოს მიღებულია ახალი კანონი ელექტროენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ, რომელზეც დაყრდნობით სემეკი 50-მდე საკანონმდებლო აქტის მიღებას გეგმავს. სექტორის მოდელი შეცვალა, რაც წყალმომარაგებას ნაკლებად ეხება. ცვლილება უფრო ელექტროენერგიის ნაწილშია. ერთ-ერთი რეგულაციით, მოხდება მიწოდებისა და განაწილების განცალკავება. ეს ნიშნავს, რომ გამანაწილებელ კომპანიას, მაგალითად ,,თელასს", მხოლოდ შემოტანის ფუნქცია ექნება, ხოლო შესყიდვისას ალტერნატიულ წყაროებს გამოვიყენებთ.  ცხადია, მოსალოდენლი სიახლეების შესახებ ამომწურავად ჯერ ვერ ვისაუბრებთ. პრაქტიკულად ახალ მოდელზე გადავედით, განახლდება მონიტორინგის ფუნქცია,  მიმწოდებლებს შორის დენის გაყიდვაზე წესდება ე.წ კონკურენციის ელემენტები და სხვა, ცვლილებას თანმიმდევრულად განვახორციელებთ", - აცახდებს გიორგი ფანგანი.

მისივე ინფორმაციით, ბაზრის კონცეფციაზე ეკონომიკის სამინისტრო მუშაობს, მზადდება ჩარჩო-დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც სემეკმა ახალი თამაშის წესები უნდა შეიმუშავოს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system