თავში

სემეკის თავმჯდომარის პოსტზე პარლამენტი დავით ნარმანიას კანდიდატურას განიხილავს

სემეკის თავმჯდომარის პოსტზე
სემეკის თავმჯდომარის პოსტზე პარლამენტი დავით ნარმანიას კანდიდატურას განიხილავს

საქართველოს მთავრობამ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარის კანდიდატურა პარლამენტს უკვე წარუდგინა. ეს სემეკ-ის მოქმედი წევრი დავით ნარმანიაა.

როგორც BM.GE-ის საქართველოს პარლამენტში დაუდასტურეს, ნარმანიას კანდიდატურა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განიხილება, რის შემდეგაც საკითხი საპარლამენტო კომიტეტებს გადაეცემა.

მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, სემეკის თავმჯდომარის კანდიდატურას მთავრობა პრეზიდენტთან შეთანხმებით პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგენს.

სემეკ-ში BM.GE-ის განუცხადეს, რომ დავით ნარმანია გუშინ საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს უკვე შეხვდა და მათ სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

პარლამენტის მიერ ნარმანიას კანდიდატურის დამტკიცების შემთხვევაში, ის სემეკის თავმჯდომარის პოსტს, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, 4 წლის განმავლობაში დაიკავებს, რადგან იგი 2017 წელს პარლამენტმა სემეკ-ის წევრად დაამტკიცა და ორწლიანი გამოცდილება კომისიის წევრის თანამდებობაზე უკვე აქვს.

შეგახსენებთ, რომ ნარმანია სემეკ-ის წევრობამდე, 2014 –2017 წლებში თბილისის მერის თანამდებობას იკავებდა. მისი სამუშაო გამოცდილების შესახებ დეტალური ინფორმაცია ასეთია:

01/1999 – 02/2001 ეკონომიკური განათლების პროგრამის კოორდინატორი, „საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია“;

03/2001 – 07/2003 უფროსი სპეციალისტი და სამინისტროს სათათბირო ორგანოს მდივანი, „საქართველოს საგადასახადო შემოსავლების და ფინანსთა სამინისტროები“;

07/2003 – 04/2004 საგადასახადო-საბიუჯეტო პროგრამის კოორდინატორი, „საზოგადოებრივი განვითარების ინსტიტუტი“;

04/2004 – 12/2005 გენერალური დირექტორი, კომპანია „ბიზნეს კონსალტინგის ჯგუფი“;

01/2005 – 01/2006 გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე, „საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია“;

05/2005 – 01/2006 უფროსი ბიზნეს-კონსულტანტი, „პრივატიზებულ საწარმოთა რესტრუქტურიზაციისა და მენეჯმენტის დახმარების ცენტრი“ - CERMA;

01/2006 – 12/2007 გამგეობის თავმჯდომარე, „საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია“;

01/2008 – 12/2009 კვლევითი განყოფილების უფროსი, „საკონსულტაციო-ანალიტიკური ტრენინგ-ცენტრი“;

01/2009 – 10/2012 აღმასრულებელი დირექტორი, ,,კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტი“ - CIESR;

10/2012 – 04/2014 საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი.

10/2012 – დღემდე პროფესორი, მენეჯმენტის და ადმინისტრირების კათედრის გამგე, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;

08/2014 – 10/2017 ქ. თბილისის მერი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system