თავში

სემეკმა 6 კომპანია 5 000 ლარით დააჯარიმა

სემეკმა 6 კომპანია 5 000 ლარით დააჯარიმა
სემეკმა 6 კომპანია 5 000 ლარით დააჯარიმა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) საჯარო სხდომაზე სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, 5 000-5-000 ლარით, 6 კომპანია დააჯარიმა. Report.ge-ს ცნობით, ინფორმაციას სემეკი ავრცელებს.

მათივე ცნობით, დაჯარიმების საფუძველია კომპანიების მიერ რეგულაციების დარღვევა. კერძოდ, კომპანიებმა სემეკში, სრულყოფილად არ წარმოადგინეს წლიური ფინანსური ანგარიშგებები და აუდიტის ანგარიშები.

„5 000 ლარის ოდენობის ჯარიმა დაეკისრა შპს „ფერ“-ს, შპს „სუპორჰეს“-ს, შპს „ენერგია“-ს, შპს „ჯონოული 1“-ს, შპს „მაქსანია-2014“-ს, შპს „ჰიდროენერჯი“-ს. ამასთან, კომპანიებს განემარტათ, რომ არაუგვიანეს 1-ელ თებერვლამდე ფინანსური ანგარიშგების სრულყოფილად წარმოუდგენლობის შემთხვევაში, კომისია კვლავ იმსჯელებს მათთან მიმართებით საჯარიმო სანქციების გამოყენებაზე“, - ნათქვამია განცხადებაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system