თავში

სემეკმა "თელასი“ და "თბილისი ენერჯი“ გააფრთხილა

სემეკმა "თელასი“ და "თბილისი ენერჯი“ გააფრთხილა
სემეკმა თელასი“ და თბილისი ენერჯი“ გააფრთხილა

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიამ(სემეკი) სს „თელასსა“ და შპს „თბილისი ენერჯს“ წერილობითი გაფრთხილება მისცა.

სემეკის ინფორმაციით, სს „თელასის“ შეთხვევაში გაფრთხილების საფუძველია ელექტროენერგიით მომარაგების საიმედოობის 2019 წლის მაჩვენებლების 2018 წლის მაჩვენებლებთან გაუარესება. სემეკის ნორმატიული აქტების თანახმად, ლიცენზიატი კომპანია ვალდებულია, შეინარჩუნონ ან გააუმჯობესონ შიდა მიზეზით გამოწვეულ გეგმურ და არაგეგმურ წყვეტებზე მომარაგების საიმედოობის წლიური მაჩვენებლები.

სს „თელასს“ დაევალა მიმდინარე წლის 1-ელ სექტემბრამდე კომისიაში წარმოადგინოს მაჩვენებლების გაუარესებაზე მოქმედი ფაქტორების შესახებ დეტალური ინფორმაცია.

შპს „თბილისი ენერჯის“ წერილობითი გაფრთხილების საფუძველს წარმოადგენს ის, რომ კომპანიამ სემეკის ელექტრონულ ჟურნალში არ დააფიქსირა მომხმარებლისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდების შეწყვეტისა და აღდგენის ფაქტი, რაც ეწინააღმდეგება „მომსახურების ხარისხის წესებს“.

იმ შემთხვევაში, თუ კომპანიების მიერ მსგავსი ტიპის დარღვევები განმეორდება, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაჯარიმდებიან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system