თავში

სენაკის პარკს ლუიზა ვინტონი ესტუმრა

სენაკის პარკს ლუიზა ვინტონი ესტუმრა
სენაკის პარკს ლუიზა ვინტონი ესტუმრა

პროექტის, „სენაკის ეკონომიკური განვითარება ტურიზმის ხელშეწყობის გზით“ ფარგლებში განხორციელებულ სამუშაოებს, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები ნინო ვიბლიანი, დავით ვერავა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, სენაკის მერი ლევან კუპრეიშვილი და საქართველოში გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელი ლუიზა ვინტონი გაეცნენ.

პროექტი საქართველოს მთავრობის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და გაერო-ს განვითარების პროგრამის, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (ADC) თანამშრომლობით ლეძაძამეს ადმინისტრაციულ ერთეულის სოფელ ბეთლემში ხორციელდება.

„სენაკის ეკონომიკური განვითარება ტურიზმის ხელშეწყობის გზით“ ნოქალაქევში, მდინარე ტეხურის ხეობაში, რეკრეაციული ზონის განვითარებისთვის სათავგადასავლო და დასასვენებელი ატრაქციების მოწყობას ითვალისწინებს.

ამ ეტაპზე, მოწყობილია შემეცნებით-გასართობი ატრაქცია „თოკების პარკი“, ასევე დასრულებულია 130 მეტრი სიგრძის ზიპლაინის მოწყობა.

აქტიურად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული სამუშაოები – ღია ბაზრობის – ადგილობრივი მეწარმეებისთვის პროდუქციის გაყიდვა-პოპულარიზაციის ხელშეწყობისთვის, ეწყობა პარკირება/ავტოკემპინგის ზონა შესაბამისი ინფრასტრუქტურით. ასევე, იგეგმება ფრინველებზე დაკვირვების პლატფორმის მოწყობა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system