თავში

სესხები გაძვირდა

სესხები გაძვირდა
სესხები გაძვირდა

საბანკო სისტემაში საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთები სესხებზე მიმდინარე წლის მაისში გაიზარდა 1.2 პროცენტული პუნქტით და 13.6 პროცენტს შეადგენს.

ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს ეროვნულმა ბანკის(სებ-ი) 2020 წლის მაისის „თვის მიმოხილვაში".

სებ-ის ინფორმაციით, უცხოური ვალუტით დენომინირებულ სესხებზე საშუალო შეწონილი წლიური საპროცენტო განაკვეთმა 0.1 პროცენტული პუნქტით მოიკლო და 6.8 პროცენტს შეადგენს.  ეროვნული ვალუტით გაცემულ კრედიტებზე 1.2 პროცენტული პუნქტით 16.9 პროცენტამდე გაიზარდა. 

ეროვნული ვალუტით სესხების შემთხვევაში, საპროცენტო განაკვეთები ფიზიკური პირებისთვის 0.3 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 21.6 პროცენტია, ხოლო იურიდიული პირების სესხებზე საპროცენტო განაკვეთი 0.3 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და წლიური 12.3 პროცენტი შეადგინა. 

უცხოური ვალუტის შემთხვევაში, იურიდიული პირების სესხებზე საპროცენტო განაკვეთები 0.1 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 6.8 პროცენტს შეადგენს. ხოლო ფიზიკური პირების შემთხვევაში, 0.4 პროცენტული პუნქტით 6.5 პროცენტამდე მოიმატა. 

წინა წლის მაისთან შედარებით საპროცენტო განაკვეთები უცხოური ვალუტის სესხებზე 0.5 პროცენტული პუნქტით შემცირდა, ხოლო ეროვნული ვალუტის სესხებზე კი 2.1 პროცენტული პუნქტით გაიზარდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system