თავში

სესხები შეიძლება გაიაფდეს

სესხები შეიძლება გაიაფდეს
სესხები შეიძლება გაიაფდეს

საბანკო ასოციაცია წლის ბოლომდე საპროცენტო განაკვეთების შემცირებას აანონსებს. ასოციაციის პრეზიდენტი ალექსანდრე ძნელაძე ამბობს, რომ სესხებზე საპროცენტო განაკვეთების კლების ტენდენცია უკვე სახეზეა.

"მთავრობის მხრიდან განთავსებული თანხების მოცულობა ლიკვიდურობაში გვეხმარება რომ პრობლემა არ შეიქმნას. ასევე რეფინანსირების განაკვეთიც ეტაპობრივად მცირდება. ამ ყველაფრის ფონზე, წლის ბოლომდე ველით, რომ საპროცენტო განაკვეთები მინიმუმ შენარჩუნდება იმ ზღვარზე რაც იყო, ან შემცირდება,“ - ამბობს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი.

მისი განმარტებით, სესხებზე მოთხოვნა თვენახევარია გაიზარდა. მანამდე, რეფინანსირების განაკვეთის ზრდის და ასევე პანდემიის გამო, აქტივობა ლარში სესხების გაცემის მეტ-ნაკლებად შენელებული იყო, დოლარში კი სესხები საერთოდ არ გადიოდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system