თავში

სესხების ლარიზაციის კოეფიციენტი გაიზარდა

სესხების ლარიზაციის კოეფიციენტი
სესხების ლარიზაციის კოეფიციენტი გაიზარდა

მიმდინარე წლის პირველი მარტისათვის, მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 44.33 პროცენტი შეადგინა, 2021 წლის პირველი თებერვლის მდგომარეობასთან შედარებით, გაიზარდა 0.19 პროცენტული პუნქტით.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, მიმდინარე წლის თებერვალში  ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 186.87 მლნ ლარით, ანუ 1.11%-ით , ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 71.69 მლნ ლარით, ანუ 0.34%-ით გაიზარდა.

რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2021 წლის თებერვლის ბოლოს, კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 5.38 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 0.81%-ით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით 13.31 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 0.62 პროცენტით მეტი) მოცულობის სესხი.

თებერვლის განმავლობაში 1.00%-ით, ანუ 187.48 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი მარტისათვის 18.95 მლრდ ლარი შეადგინა.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა (ბანკთაშორისი სესხების გარდა), 2021 წლის თებერვალში, წინა თვესთან შედარებით, 258.56 მლნ ლარით (0.68 პროცენტით) გაიზარდა და მიმდინარე წლის პირველი მარტისათვის 38.43 მლრდ ლარი შეადგინა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system