თავში

სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 44.32 პროცენტი შეადგინა

სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 44.32 პროცენტი შეადგინა

ეროვნული ბანკის ცნობით, მიმდინარე წლის პირველი იანვრისათვის, მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 44.32 პროცენტი შეადგინა,2020 წლის პირველი დეკემბრის მდგომარეობასთან შედარებით, გაიზარდა 0.79 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, გაიზარდა 0.82 პროცენტული პუნქტით).

ეროვნული ბანკის მონაცემებით, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა (ბანკთა შორისი სესხების გარდა), 2020 წლის დეკემბერში, წინა თვესთან შედარებით, 858.68 მლნ ლარით (2.30%-ით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 2.23%-ით გაიზარდა) და მიმდინარე წლის პირველი იანვრისათვის 38.22 მლრდ ლარი შეადგინა.

ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 676.90 მლნ ლარით (4.16%-ით), ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 181.77 მლნ ლარით (0.86%-ით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, გაიზარდა 0.74%-ით).

რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2020 წლის დეკემბრის ბოლოს, კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 5.42 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 6.90%-ით მეტი),ხოლო უცხოური ვალუტით 13.20 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 1.70%-ით მეტი) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 1.58%-ით მეტი).

ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2020 წლის დეკემბრის განმავლობაში 1.51%-ით, ანუ 279.75 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი იანვრისათვის18.75 მლრდ ლარი შეადგინა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system