თავში

სესხებზე საპროცენტო განაკვეთები შემცირდა

სესხებზე საპროცენტო განაკვეთები შემცირდა
სესხებზე საპროცენტო განაკვეთები შემცირდა

საბანკო სისტემაში საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთები სესხებზე მიმდინარე წლის ივნისში შემცირდა 1.4 პროცენტული პუნქტით და 12.2 პროცენტს შეადგენს. 

ამის შესახებ აღნიშნულია ეროვნული ბანკის(სებ-ის) ივნისი თვის მიმოხილვაში.

სებ-ის განმარტებით, უცხოური ვალუტით დენომინირებულ სესხებზე საშუალო შეწონილმა წლიურმა საპროცენტო განაკვეთმა 0.1 პროცენტული პუნქტით მოიმატა და 6.9 პროცენტს შეადგენს. ეროვნული ვალუტით გაცემულ კრედიტებზე 0.7 პროცენტული პუნქტით 16.2 პროცენტამდე შემცირდა. 

ეროვნული ვალუტით სესხების შემთხვევაში, საპროცენტო განაკვეთები ფიზიკური პირებისთვის 2.1 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 19.5 პროცენტია, ხოლო იურიდიული პირების სესხებზე საპროცენტო განაკვეთი წლიური 12.3 პროცენტის ნიშნულზეა. 

სებ-ის მონაცემებით, უცხოური ვალუტის შემთხვევაში, იურიდიული პირების სესხებზე საპროცენტო განაკვეთები 0.1 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 6.9 პროცენტს შეადგენს. ხოლო ფიზიკური პირების შემთხვევაში, 0.2 პროცენტული პუნქტით 6.7 პროცენტამდე მოიმატა. წინა წლის ივნისთან შედარებით საპროცენტო განაკვეთები უცხოური ვალუტის სესხებზე 0.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა, ხოლო ეროვნული ვალუტის სესხებზე კი 2.0 პროცენტული პუნქტით გაიზარდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system