თავში

სესხის გამცემმა სუბიექტებმა 1 766 312 ლარის წმინდა მოგება მიიღეს

სესხის გამცემმა სუბიექტებმა 1 766 312 ლარის წმინდა მოგება მიიღეს
სესხის გამცემმა სუბიექტებმა 1 766 312 ლარის წმინდა მოგება მიიღეს

2020 წლის მესამე კვარტალში სესხის გამცემმა სუბიექტებმა 1 766 312 ლარის წმინდა მოგება მიიღეს, ხოლო 2019 წლის მესამე კვარტალში მათ  226, 583 ლარის ზარალი ნახეს.

ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული, სესხის გამცემი სუბიექტების კონსოლიდირებული მონაცემების მიხედვით,  2020 წლის მესამე კვარტლის მდგომარეობით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, სესხის გამცემმა სუბიექტებმა 23,6 მლნ ლარით მეტი სესხი გასცეს. 

2019 წლის III კვარტლის მდგომარეობით, მათ 407,1მლნ ლარის სესხი გასცეს, მიმდინარე წლის ანალოგიურ პერიოდში კი - 430,8 მლნ ლარის.

შეგახსენებთ, სესხის გამცემ სუბიექტებს დარეგისტრირების ვალდებულება 2019 წლის 1-ლი იანვრიდან აქვთ. იმ დროისთვის ბაზარზე მხოლოდ  11 სუბიექტი ოპერირებდა. 2020 წლის ნოემბრის მდგომარეობით კი  რეგისტორებულია 198 სუბიექტი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system