თავში

შანხაიში 30-მდე ქართული კომპანია საკუთარ წარმოებულ პროდუქციას გამოფენს 

შანხაიში 30-მდე ქართული კომპანია საკუთარ წარმოებულ პროდუქციას გამოფენს 
შანხაიში 30-მდე ქართული კომპანია საკუთარ წარმოებულ პროდუქციას გამოფენს 

შანხაიში ჩინეთის მეორე საერთაშორისო იმპორტის ექსპო გაიხსნება. გამოფენაში 30-მდე ქართული კომპანია მონაწილეობს, რომელთა მიერ წარმოებული პროდუქცია საქართველოს ეროვნულ პავილიონზე განთავსდება.

საქართველოს დელეგაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ხელმძღვანელობს.

შანხაის იმპორტის ექსპოში 150 ქვეყნისა და რეგიონის 3000 მწარმოებელი კომპანია მიიღებს მონაწილეობას. გამოფენა ჩინეთის ეროვნულ საგამოფენო და საკონვენციო ცენტრში გაიმართება. გამოფენის პარალელურად ბიზნესფორუმი ჩატარდება, რომლის დროსაც ეროვნული დელეგაციების ხელმძღვანელებს შესაძლებლობა ექნებათ, მათი ქვეყნების საინვესტიციო შესაძლებლობებზე, განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრონ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system