თავში

შატილის გზის მშენებელი კომპანია დააჯარიმეს

შატილის გზის მშენებელი კომპანია დააჯარიმეს
შატილის გზის მშენებელი კომპანია დააჯარიმეს

შატილის მიმართულებით გზის რეაბილიტაციის პროცესში, საავტომობილო გზების დეპარტამენტის და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ გამოვლენილი, გარემოზე მიყენებული ზიანის ფაქტის გამო მშენებელი კომპანია დაჯარიმდა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი გავრცელებულ ინფორმაციაში კომპანიისთვის დაკისრებულ ჯარიმის მოცულობას არ აკონკრეტებს.

უწყების განმარტებით, შატილის მიმართულებით გზის რეაბილიტაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს. სნო-ჯუთა-როშკა-შატილი-ომალო-ხადორის ხეობა-ბაწარა-ახმეტას საავტომობილო გზის მშენებლობის პროექტის შემადგენელ ერთ-ერთ მონაკვეთზე დაცული ტერიტორიების ნუსხიდან ამორიცხული ფერდის დამუშავებისას მშენებელი კომპანიის ტექნიკა სამშენებლო ობიექტამდე დაცული ტერიტორიების გავლით გადაადგილდა. ფაქტის გამოვლენისთანავე, მშენებელი კომპანია დაჯარიმდა კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად.

ინფორმაციისთვის, შატილის მიმართულებით მიმდინარე 12 პროექტის ფარგლებში რეაბილიტირდება 86 კმ. გზა და მშენებლობა-რეაბილიტაცია ჩაუტარდება 15 ხიდს. ამ პროექტების განხორციელებას 59 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდება.




ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system