თავში

შეაჩერებს თუ არა ეკონომიკის ვარდნას მონეტარული პოლიტიკის შერბილება

შეაჩერებს თუ არა ეკონომიკის ვარდნას მონეტარული პოლიტიკის შერბილება
შეაჩერებს თუ არა ეკონომიკის ვარდნას მონეტარული პოლიტიკის შერბილება

ინფლაციასთან დაკავშირებული რისკის მიუხედავად, ეროვნულმა ბანკმა თავისი მთავარი ფუნქცია დროებით დაივიწყა და არჩევანი ეკონომიკის სტიმულირების სასარგებლოდ გააკეთა. ასეთია პროფესორ მიხეილ თოქმაზიშვილის შეფასება, რითაც მან ,,ორ ცეცხლს შუა" მყოფი  სებ-ის საქციელი გაამართლა. მისი ვარაუდით, ეროვნულმა ბანკმა ჩათვალა, რომ დღეს ეკონომიკის შველა გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე დავუშვათ, მიზნობრივ ფასებზე ორიენტაცია. 

,,ეროვნული ბანკი დილემის წინაშეა. ეკონომიკა დაცემისკენ წავიდა, სტიმულირება სჭირდება და ამ თვალსაზრისით რეფინანსირების განაკვეთი უნდა შეემცირებინათ. ამასთან, მაღალი ფასები მოითხოვდა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას. ამ 2 დილემიდან სებ-მა ეკონომიკის სტიმულირებაზე გააკეთა არჩევანი და მისი გადაწყვეტილებაც ამით არის განპირობებული. ბოლო წლებია, როცა ინფლაცია არამართვადი გახდა. საკმაოდ მაღალი რყევადობა ახასიათებს. ხოლო ეკონომიკას პრობლემის გასამკლავებლად რესურსი აღარ ყოფნის. მუდმივად ერთსა და იმავე პრობლემას ვაწყდებით ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში. გამორიცხული არ არის, შენარჩუნდეს ინფლაციის არსებული დონე, მაგრამ ცხადია, რომ ეს არ არის სახარბიელო მდგომარეობა. პოზიტიური ძვრები ეკონომიკაში  ბევრადაა დამოკიდებული იმაზე, რამდენად მოხდება ექსპორტის სტიმულირება, რამდენად ამუშავდება წარმოება და გადაერთვება ეკონომიკა თავისი რესურსების მაქსიმალურ გამოყენებაზე. იმპორტმა კიდევ თუ გააგრძელა ზრდა, ცუდ დღეში აღმოვჩნდებით. აღარ ველოდებით, რომ შემოვა იმავე რაოდენობის უცხოური ინვესტიციები, რაც ეპიდემიამდე იყო ან გადმორიცხვები გაიზრდება და სხვა. ვითარება ეკონომიკის განვითარების შესაბამისად შეიცვლება და რამდენად გაართმევს ქვეყანა თავს, ამაზეა დამოკიდებული ინფლაციის შემდგომი ქცევაც", - განმარტა report.ge-თან მიხეილ თოქმაზიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ სულ ცოტა ხნის წინ საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2020 წლის 5 აგვისტოს რეფინანსირების განაკვეთის 25 საბაზისო პუნქტით შემცირების გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8.0 პროცენტით განისაზღვრა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system