თავში

შეიცვლება თუ არა ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკა

შეიცვლება თუ არა ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკა
შეიცვლება თუ არა ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკა

„საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკა არ შეიცვლება, მაგრამ ის უფრო ეფექტური გახდება," - ამის სესახებ დღეს პრემიერმა გახარიამ განაცხადა. 

მთავრობის მეთაურის თმით განცხადებით, ჩვენი სავაჭრო ბალანსი სულ უფრო პოზიტიურად იცვლება, ასევე გვაქვს დიდი სატრანზიტო პოტენციალი, რომელიც კიდევ უფრო ეფექტურად უნდა გამოვიყენოთ და, რაც მთავარია, გვაქვს მაღალინტელექტუალური ადამიანური რესურსი, რომელმაც უნდა შექმნას ყველაზე მაღალი დამატებითი ღირებულება.

"მოგეხსენებათ, რომ ჩვენ სხვადასხვა ეკონომიკური პლატფორმის ჯგუფებთან ვსაუბრობთ. ეს გაკეთდა აბსოლუტურად გააზრებულად, რათა შემდგომი პოსტკრიზისული საშუალო და გრძელვადიანი გეგმა იყოს აბსოლუტურად დაბალანსებული და ითვალისწინებდეს როგორც დღევანდელ მდგომარეობას, ასევე იმ კონკრეტულ უპირატესობებს, რომლებიც ჩვენს ქვეყანას აქვს. ჩვენ ბევრი რამის წარმოება შეგვიძლია. ჩვენი სავაჭრო ბალანსი სულ უფრო პოზიტიურად იცვლება. ასევე გვაქვს დიდი სატრანზიტო პოტენციალი, რომელიც კიდევ უფრო ეფექტურად უნდა გამოვიყენოთ და, რაც მთავარია, გვაქვს მაღალინტელექტუალური ადამიანური რესურსი, რომელმაც უნდა შექმნას ყველაზე მაღალი დამატებითი ღირებულება“, - განაცხადა გახარიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system