თავში

შეიზღუდა თუ არა კურორტებზე ფიზიკური პირების საქმიანობა

შეიზღუდა თუ არა კურორტებზე ფიზიკური პირების საქმიანობა
შეიზღუდა თუ არა კურორტებზე ფიზიკური პირების საქმიანობა

ზამთრის კურორტებზე, განსაკუთრებით  ბაკურიანში, ფიზიკური პირები report.ge-თან ადასტურებენ, რომ მათი საქმიანობა შეიზღუდა. მათი თქმით, შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის ბექა ფერაძის განცხადება, რომ ბაკურიანში საოჯახო ტიპის აპარტამენტების საქმიანობას არ ზღუდავენ, სიმართლეს არ შეესაბამება. მიუხედავად ამისა, როგორც ე.წ. ,,გესტჰაუსების" მფლობელები ამბობენ, ბინების გაქირავება მათი შემოსავლის ერთადერთი წყაროა და ხშირ შემთხვევაში არც ჯარიმებს უშინდებიან, მცირე აქტივობებს მაინც ახერხებენ. ამის შესახებ ერთ-ერთი მცირე საოჯახო სასტუმროს მფლობელმა განაცხადა, რომელმაც გასაგები მიზეზის გამო, ვინაობის გამხელა არ ისურვა.

,,დაბაში სხვა არანაირი შემოსავალი არ არის, ადამიანმა ხომ უნდა ირჩინოს თავი. არ მესმის, როგორ ამბობენ, რომ ფიზიკური პირების საქმიანობა არ იზღუდება, როცა ყოველდღიურად ხდება შემოწმება, ელემენტარულად, ციგების გაქირავების უფლება არ მისცეს ხალხს, საკამოდ მკაცრი რეიდები ტარდება ყოველდღიურად. საკუთარი მანქანა მიყენია ეზოში და ისიც კი გადაამოწმეს. შეზღუდვების მიუხედავად, მაინც ჩამოდის დამსვენებელი, ეს ძირითადად ის კატეგორიაა, რომელიც ნაცნობ სახლს აქამდეც სტუმრობდა. ხალხი მაინც იჩენს სიფრთხილეს და უცნობებზე ბინებს არავინ აქირავებს. განახევრებულ ფასად ვაქირავებთ ოთახებს, თუკი შარშან დღიური დასვენების საფასური 50 ლარი იყო, 20-25 ლარად ისვენებენ. ამ ფასადაც კი გვიჭირს გაქირავება, ესეც რომ არა, შიმშილი გვემუქრება", - ამბობს მცირე საოჯახო სასტუმროს მფლობელი.

ცხადია, ადგილობრივებს ესმით, რომ  შეზღუდვა მათ არარეგალური საქმიანობისკენ უბიძგებს, მაგრამ ამბობენ იმასაც, რომ შექმნილ სიტუაციაში სხვა გამოსავალი არ აქვთ.

ცნობისთვის, სამთო-სათხილამურო კურორტებზე სასტუმროების მუშაობა შეჩერებულია, თუმცა კოტეჯები და მცირე ზომის „გესთჰაუსები“ მაინც ქირავდება, რითაც მობილობა ვერ კონტროლდება და ვერ მცირდება. 

ცნობისთვის, შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის ბექა ფერაძემ გუშინ, 18 იანვარს, განაცხადა, რომ  გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს ბაკურიანში საოჯახო ტიპის აპარტამენტების დამსვენებლებს სასტუმროს დატოვება მოსთხოვეს ,სიმართლეს არ შეესაბამება.

ფერაძე აცხადებს, რომ უწყებამ მხოლოდ კერძო ტიპის აპარტამენტების სტატუსი შეამოწმა და მათ დაჯარიმებას, ან სხვა სახის სანქციას ადგილი არ ჰქონია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system