თავში

შემოსავლების სამსახურში ეკონომიკური პროფილის ჟურნალისტებისთვის სემინარი გაიმართა

შემოსავლების სამსახურში ეკონომიკური პროფილის ჟუიმართა
შემოსავლების სამსახურში ეკონომიკური პროფილის ჟურნალისტებისთვის სემინარი გაიმართა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში ეკონომიკური პროფილის მქონე გადაცემების ჟურნალისტებისთვის მედია-სემინარი გაიმართა. 

სემინარის ფარგლებში სამსახურის უფროსის მოადგილე მამუკა ბარათაშვილმა ჟურნალსიტებს 2021 წლის საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული სიახლეებისა და დაგეგმილი რეფორმების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

მისი თქმით, საქართველომ აიღო ვალდებულება, დაუახლოვოს საკუთარი საგადასახადო კანონმდებლობა ევროპულ დირექტივას დამატებული ღირებულების გადასახადის საერთო სისტემის შესახებ.

,,რეფორმით გათვალისწინებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც ამოქმედდა 2021 წლიდან, მასშტაბურია. ის ეხება საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებულ დღგ-ის მარეგულირებელ ყველა დებულებას, რის გამოც ფაქტობრივად ყველა ეს საკანონმდებლო ნორმა ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით. რეფორმის შედეგად საქართველოს დღგ-ის სისტემა გახდება ევროკავშირში მოქმედი დღგ-ის სისტემის მსგავსი, შედეგად, კი სავაჭრო ურთიერთობები ამ ორ სივრცეს შორის იქნება გაცილებით მარტივი და პროგნოზირებადი“, -აღნიშნა მამუკა ბარათაშვილმა.

მედიის წარმომადგენლებს პრეზენტაციები ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა ზაზა თაბაგარმა და საგადასახადო და საბაჟო მეთოდოლოგიის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ლევან ბაინდურაშვილმა წარუდგინეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system