თავში

შემოსავლების სამსახური განცხადებას ავრცელებს

შემოსავლების სამსახური განცხადებას ავრცელებს
შემოსავლების სამსახური განცხადებას ავრცელებს

საქართველოს მთავრობის დადგენილების გათვალისწინებით, 2022 წლის 3 იანვრიდან 6 იანვრის ჩათვლით დღეებში და 8 – 9 იანვარს, გაფორმების ეკონომიკური ზონები, საბაჟო გამშვები პუნქტები, ასევე, გაფორმების განყოფილებები და საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველო, ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ საქმიანობას, - აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.

უწყება განმარტავს, რომ, სამუშაო დროს გაწეული მომსახურებისთვის, საქართველოს მთავრობის N96-ე დადგენილებით განსაზღვრული ტარიფების გაორმაგდება.

2022 წლის 1-ლი იანვრიდან 9 იანვრის ჩათვლით პერიოდში, არ იმუშავებენ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის სერვისცენტრები.

„გთხოვთ, აღნიშნული გაითვალისწინოთ სერვისებით (მ.შ. ელექტრონული) სარგებლობისას“, - აღნიშნულია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.

ამასთან, 2022 წლის 3 იანვრიდან 6 იანვრის ჩათვლით პერიოდში, ასევე, 8 – 9 იანვარს, სასურველი ინფორმაციის მისაღებად, 09:00 საათიდან - 18:00 საათამდე, მოქალაქეებს სეუძლიათ, დაუკავშირდნენ საინფორმაციო საკონსულტაციო ცენტრს ნომერზე 2 299 299, ისარგებლონ RS ჩათის მეშვეობით ან მისწერონ ელექტრონული ფოსტის მისამართზე [email protected].

საკოორდინაციო საბჭოს 22 დეკემბრის გადაწყვეტილებით, 1-ლი იანვრიდან 10 იანვრამდე პერიოდი უქმე დღეებად გამოცხადდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system