თავში

შესაძლოა, ლარი 2,75-იან ნიშნულს ჩამოსცდეს

შესაძლოა, ლარი 2,75-იან ნიშნულს ჩამოსცდეს
შესაძლოა, ლარი 2,75-იან ნიშნულს ჩამოსცდეს

ანალიტიკოსების ვარაუდით, ლარი გამყარებას გააგრძელებს და დაახლოებით 2-3კვირაში 2,77-2,70-იან ნიშნულთან გაჩერდება. ასეთ პროგნოზს ანალიტიკოსი ნიკა შენგელია აკეთებს და ამბობს, რომ ლარზე გავლენა კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილმა სიტუაციამ, კერძოდ, გადაზიდვების შემცირებამ მოახდინა. ლარის გამყარების მიზეზებს შორის ანალიტიკოსი ეროვნული ბანკის ბოლოდროინდელ ინტერვენციებსაც ასახელებს. 

,,სებ-ის გადაწყვეტილება ლარს საგრძნობლად დაეტყო და გაუფასურება შეაჩერა. იმპორტიც ცოტათი შემცირდა და ამან კურსზე დადებითი გავლენა იქონია. ეროვნული ვალუტის სტაბილურობაზე ექსპორტ-იმპორტი გარკვეულ გავლენას ახდენს და ეს ფაქტორი ჯერჯერობით კარგად მოქმედებს. გარდა ამისა, დიდია გლობალური ფაქტორის გავლენა. ჩვენ ვიცით, რომ ჩინეთში მომაკვდინებელი ვირუსის გავრცელებამ გადაზიდვებზე მკვეთრად უარყოფითად იმოქმედა და ამ პროცესის გავლენა ლარსაც დაეტყო.  სამომავლოდ კურსის სტაბილურობა ამ გლობალურ პროცესზეც არის დამოკიდებული, ამიტომ მნიშვნელოვანია, როგორ განვითარდება მოვლენები საერთაშორისო ბაზრებზე კორონავირუსის გამო. რაც შეეხება საქართველოს, ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ დაახლოებით 2-3 კვირა ლარს არაფერი ემუქრება. პირიქით, გამყარების ტენდენცია გაგრძელდება. თუმცა სამწუხაროა ფაქტი, რომ ჩვენ არ ვიმყოფებით მუდმივი გამყარების რეჟიმში", - განმარტავს ანალიტიკოსი.

მისი განცხადებით, თუკი ეროვნული ბანკი ინტერვენციებს ისევ მიმართავს და დოლარის შესყიდვას გააგრძელებს, ლარის გამყარების პროცესი შეჩერდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system