თავში

მიკროავტობუსით მგზავრობის შემდეგ ავტობუსში გადაჯდომისას, შესაძლოა, მგზავრობა უფასო გახდეს

შესაძლოა, მგზავრობა უფასო გახდეს
მიკროავტობუსით მგზავრობის შემდეგ ავტობუსში გადაჯდომისას, შესაძლოა, მგზავრობა უფასო გახდეს

თბილისში მგზავრობისას შესაძლოა, ინტეგრირებული ტარიფი დაწესდეს - ამის შესახებ, კომპანია „თბილისის მიკროავტობუსის“ გენერალურმა დირექტორმა დავით ასანიძემ რადიო „პალიტრას“ განუცხადა.

„მათ მიერ შემუშავებულ გეგმაში წერია, რომ ავტობუსები ივლიან გრძელ მარშრუტებზე, ძირითად არტერიებზე. პატარა მარშრუტებზე გადაადგილება კი, მათ შორის, უბნებიდან ხალხის გამოყვანა ან მეტროებიდან დიდი არტერიების მომარაგება მიკროავტობუსების ხარჯზე იქნება. თუმცა, ამ შემთხვევაში უკვე საუბარია, ინტეგრირებული ტარიფის შემოღებაზე. ეს გულისხმობს, რომ თუ მგზავრი ავა მიკროავტობუსში, ხოლო შემდეგ ავტობუსში გადაჯდება, ფულს აღარ გადაიხდის და პირიქით.

„სისტრას“ სქემის მიხედვით, თუ ადამიანი პირობითად მეტროდან მიდის სახლის მიმართულებით, ჯერ მიკროავტობუსის მეშვეობით უნდა მივიდეს ძირითად არტერიამდე, შემდეგ უნდა გადაჯდეს ავტობუსში, ხოლო უბანში სახლამდე მისასვლელად კიდევ მიკროავტობუსი დასჭირდება. ამ გადაჯდომების ფონზე, რომ ტარიფი არ გაძვირდეს, საჭიროა ინტეგრირებული ტარიფის შემოღება.

ამასთან, გეგმის მიხედვით, მიკროავტობუსებში გადახდილი მგზავრობის საფასური წავა ადგილობრივ ბიუჯეტში, ხოლო მერია კომპანიას (მიკროავტობუსებს) გავლილი კილომეტრების მიხედვით გადაგვიხდის ფასს. ტარიფი იქნება ადეკვატური მათ შორის, რაღაც კოეფიციენტით მიბმული იქნება დოლარზე, საწვავის ფასზე და ა.შ. შედეგად, მგზავრობის საფასური ჩვენი აღარ იქნება და ტარიფი ჩვენზე აღარ იქნება დამოკიდებული. შესაბამისად, მძღოლებიც ხელფასზე გადავლენ, ჩვენ ჩავუსხამთ საწვავს და ა.შ.,“-განაცხადა ასანიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system